საჯარო ლექციათა კურსი “სახელმწიფოსა და სამართლის სწავლება”

 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი სტუდენტებისთვის იწყებს სასწავლო კურსს “სახელმწიფო და სამართლის სწავლება”. აღნიშნული კურსის ფარგლებში თავდაპირველად, ჩატარდება 16 საჯარო ლექცია, ხოლო შემდგომი სასწავლო წლიდან აღნიშნული მოიცავს სასწავლო კურსის ფორმატს.
საჯარო ლექციები ჩატარდება ყოველ ხუთშაბათს 16:00საათზე,
საჯარო ლექციებზე დასწრების მსურველები უნდა შეავსონ აღნიშნული სარეგისტრაციო ფორმა.
მონაწილეობის მიღება შეუძლიათ: სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტისა და საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ნებისმიერი კურსი სტუდენტს, რომელიც დაინტერესებულია ქვემოთ მოცემული სასემინარო თემებით.
პირველადი რეგისტრაციის ვადა: 22 მარტი 16:00 საათამდე.
სასემინარო თემები:
მამუკა ბერიაშვილი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის (საქართველო) და მიუნსტერის უნივერსიტეტის (გერმანია) პროფესორი):
თემა 1: პლატონის სახელმწიფოსა და სამართლის ფილოსოფია
1. ბიოგრაფიული ცნობები;
2. ,,პოლითეია“ (იდეალური სახელმწიფო და მმართველი, მოძღვრება იდეათა შესახებ, გამოქვაბულის შედარება, ეტლის შედარება).
3. ,,კანონები“ (სახელმწიფო მოწყობის გვიანდელი, რეალისტური მოდელი).ლევან შატბერაშვილი (ბონის უნივერსიტეტის დოქტორანტი (გერმანია)):თემა 2: არისტოტელეს პოლიტიკური ფილოსოფია და ეთიკა
1. ბიოგრაფიული ცნობები, პლატონის ფილოსოფიის კრიტიკა. მოძღვრება ფორმისა და მატერიის შესახებ; ტელეოლოგია. ელინისტური ეპოქის ელემენტები.
2. ,,პოლიტიკა“ (Zoon politikon, ბუნებრივი უთანასწოროის აპოლოგეტიკა, სათნოებათა შესახებ მოძღვრება და სახელმწიფოს სწორი და მანკიერი ფორმები)
არისტოტელეს ნაშრომი: ,,ნიკომაქეს ეთიკა“ (სამართლიანობის სახეები).ირაკლი თაბორიძე (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი (საქართველო)):
თემა 3: რომაული სახელმწიფო და სამართლებრივი აზროვნება
1. ციცერონის სწავლება სახლმწიფოს მმართველობის ოპტიმალური ფორმისა და სამართლის შესახებ (de re publica, de legis).
2. რომაული სტოიციზმი: სენეკა, ეპიქტიტე, მარკუს ავრელიუსი.თეო კობუში (ბონის უნივერსიტეტის პროფესორი (გერმანია))

თემა 4: 1) ქრისტიანული არისტოტელიზმი და თომა აქვინელის სწავლება ბუნებითი სამართლის შესახებ.
2) პატრისტიკის პერიოდი, ნეტარი ავგუსტინე და მისი შრომები ,,ღვთის ქალაქისათვის“, ,,აღსარებანი“.

გეორგ ლომანი (მაგდებურგის უნივერსიტეტის პროფესორი (გერმანია))

თემა 5: 1) ჯონ როულსის – „სამართლიანობის თეორია“
2) რონალდ დვორკინი – „დემოკრატიის თეორია“

ლევან შატბერაშვილი (ბონის უნივერსიტეტის დოქტორანტი (გერმანია)):

თემა 6: იმანუელ კანტი – სახელმწიფო, სამართლი და ზნეობა კანტთან; ზნეობის კანონი კანტთან

ირაკლი თაბორიძე (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი (საქართველო)):

თემა 7: ადრეული ახალი დროის აზროვნება
სამუელ პუფენდორფის ბუნებით-სამართლებრივი მოძღვრება მოვალეობათა შესახებ და საღვთო რომის იმპერიის წყობილების კრიტიკა.

მამუკა ბერიაშვილი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის (საქართველო) და მიუნსტერის უნივერსიტეტის (გერმანია) პროფესორი)):

მარიამ ხაზარაძე (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრანტი, საქართველო)):
თემა 8: აქსელ ჰონეტი – სამართლებრივი სახელმწიფო, როგორც სოციალური და ზნეობრივი სახელმწიფო

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSfcGPkzI-3apszseNn0rvjSfOHnFZqG0E6uZitou10k4rsfNw/viewform

პროექტების შეფასება-მოსმენა მეორედ ჩატარდა

 2018 წლის 6  მარტს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანის გადაწყვეტილებით უკვე მეორედ მიმდინარე და დასრულებული პროექტების მოსმენა-შეფასება გაიმართა.

დამსწრე საზოგადოების წინაშე წარსდგნენ პროექტების: „ნარკოტიკული დანაშაულის ფენომენი, მისი გამოვლენის, გამოძიების და პრევენციის ტაქტიკა და მეთოდოლოგიის” და  „სახელმწიფო სამართლის თეორიის” ხელმძღვანელები, რომლებმაც დეკანს უშუალოდ გააცნეს თუ ვინ მონაწილეობს პროექტში, რა სახის საქმიანობას ეწევიან ისინი და რამდენად ექვივალენტურია გაწერილი პროექტი შესრულებულ სამუშაოსთან მიმართებაში. სამეცნიერო პროექტში მონაწილე პირებმა იმსჯელეს სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით და მიმოიხილეს უკვე გამოცემული სტატიები.

მსგავსი სახით პროექტების  შედეგების მოსმენა კვლავ აქტიურად გაგრძელდება, აღნიშნულის მიზანი კი მდგომარეობს სწორი მენეჯმენტის განხორციელებაში და სამეცნიერო საქმიანობის შეჯამებაში.

 

ცხადდება სტუდენტთა მიღება ტრენერთა სკოლაში მონაწილეობის მისაღებად  

 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი და საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი ნატოსა და ვეროკავშირის საინფორმაციო ცენტრთან თანამშრომლობით  იწყებს ერთობლივ პროექტს  ტრენერთა სკოლას თემაზე: „საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია“

ტრენერთა სკოლის სასწავლო პროგრამა მოიცავს შემდეგ თემებს:

  • საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია
  • საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში;

NATO

  • ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი NATO, NATO-ს ისტორია
  • NATO-საქართველოს ურთიერთობები, პერსპექტივები და გამოწვევები, NATO-ში გაწევრიანების ახალი შესაძლებლობები

 

EU

  • ევროკავშირის ისტორია
  • საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ასოცირების შეთანხმების განხორციელება
  • სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია
  • მითები ევროკავშირთან მიმართებაში;
  • ანტიდასავლური პროპაგანდის მეთოდები და სტრატეგიული კომუნიკაციები; ევროკავშირის დახმარების პროგრამები

 ტრენერთა სკოლაში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა სტუდენტებმა 7 მარტიდან 15 მარტის ჩათვლით 10:00 საათიდან 19:00საათამდე უნდა გაიარონ რეგისტრაცია მე-9 სართულზე, 903ა ოთახში.    

სტუდენტთა შერჩევა მოხდება ღია კონკურსის წესით გასაუბრების საფუძველზე, უპირატესობა მიენიჭებათ მესამე, მეოთხე კურსის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს.

 

სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთა პირველადი სია

საერთაშორისო ურთიერთობების სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთა სია:

 

  1. აბულაძე მაკა
  2. ამაშუკელი მამუკა
  3. ბალახაძე მამია
  4. გელაშვილი პეტრე
  5. გეწაძე მირანდა
  6. დოლიძე თამარ
  7. ვაშაკიძე ლაშა
  8. კობალაძე ირაკლი
  9. კობახიძე ნინო
  10. მიქაძე ბაკურ
  11. ნიორაძე ნანა
  12. ოსეფაიშვილი ალიოშა
  13. პაპავა გიორგი
  14. შუბითიძე მევლუდ
  15. ჩალაძე ელენე
  16. ციმიტია პაპუნა
  17. ჭკადუა ნათია
  18. ჟუღაშვილი მანანა

საერთაშორისო ურთიერთობების სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველ კანდიდატებთან გასაუბრება ჩატარდა  

 

 2018 წლის 5 მარტს  სტუ სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის  საერთაშორისო ურთიერთობების სადოქტორო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველი კანდიდატებისათვის გასაუბრება გაიმართა სტუ რექტორის აკადემიკოს არჩილ ფრანგიშვილის ბრძანებით შეიქმნა საფაკულტეტო დროებითი კომისია, რომელიც დაკომპლექტდა შემდეგნაირად: კომისიის თავმჯდომარეპროფესორი ირაკლი გაბისონია; პროფესორი ჯემალ გაბელია, პროფესორი იგორ კვესელავა, და პროფესორი მაია ყიფიანი.  

თითოეული კანდიდატი კომისიის წინაშე წარსდგა საკუთარი ბიოგრაფიული მონაცემებით, მათ დეტალურად გააცნეს სამომავლოდ მათ მიერ განსახილველი თემის მნიშვნელოვანი ასპექტები, აღნიშნულთან დაკავშირებით კომისიის წევრებმა გამოთქვეს საკუთარი შეხედულებები, დაუსვეს კითხვები კანდიდატებს და მოისმინეს მათგან წინადადებები. კომისიის წევრებმა მიმოიხილეს კანდიდატის მიერ გამოვლენილი უნარჩვევები, შეაფასეს ისინი და წარმატებები უსურვეს ყოველივე მათგანს.

გასაუბრების წინასწარი შედეგები გამოცხადდება 6 მარტს.

სტუ სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ირაკლი გაბისონია უსურვებს წარმატებებს კანდიდატებს, ხოლო დოქტორანტურაზე ჩარიცხულ პირებს  ნაყოფიერ სამეცნიერო საქმიანობას ფაკულტეტის პროფესორმასწავლებლებთან ერთად.

სამეცნიერო-კვლევითი პროექტების შეფასება-მოსმენა გაიმართა

2018 წლის  5 მარტს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანის გადაწყვეტილებით  მიმდინარე და დასრულებული პროექტების მოსმენა-შეფასება გაიმართა.

თავდაპირველად, დეკანმა მოისმინა ხუთი სამეცნიერო-კვლევითი პროექტის შედეგები.

  1. „ბოსნია და ჰერცოგოვინას პოსტკონფლიქტური სახელმწიფო მოწყობა, მართვა და მისი გამოყენების პერსპექტივები საქართველოში“
  2. „სასამართლო მჭევრმეტყველება“
  3. სისხლის სამართლის კერძო ნაწილი ადამიანის წინააღმდეგ  მიმართული დანაშაული“
  4. „ოჯახური ძალადობის პრობლემები საქართველოში“,
  5. „სამართალდამცავი ორგანოები და სასამართლო ხელისუფლება საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში“

სტუ-ს საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტისა და სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობებების ფაკულტეტის ერთობლივი სამეცნიერო პროექტის „სასამართლო მჭევრმეტყველებ“-ის შედეგად შეიქმნა ორი ძირეული სახელმძღვანელო და ერთი დამხმარე სახელმძღვანელო, ესენია: „რიტორიკა ქრესტომათია“, „ახალი რიტორიკა საჯარო სასამართლოს ქრესტომათია“ და “ლუარსაბ ანდრონიკაშვილი”.

ახლახანს დასრულებული პროექტის „ოჯახური ძალადობის პრობლემები საქართველში“ შედეგად შეიქმნა სახელმძღვანელო.

რაც შეეხება ახალ პროექტებს: „ბოსნია და ჰერცოგოვინას პოსტკონფლიქტური სახელმწიფო მოწყობა, მართვა და მისი გამოყენების პერსპექტივები საქართველოში“ „სამართალდამცავი ორგანოები და სასამართლო ხელისუფლება საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში“ და  სისხლის  სამართლის კერძო ნაწილი ადამიანის წინააღმდეგ  მიმართული დანაშაული“  კვლევის პროცესშია და პროექტში ჩართული მეცნიერები აქტიურად იკვლევენ, იძიებენ უცხოურ ლიტერატურას და მიმდინარეობს მუშაობა თითოეულ მათგანზე.

მსგავსი სახით პროექტების  შედეგების მოსმენა კვლავ აქტიურად გაგრძელდება, აღნიშნულის მიზანი კი მდგომარეობს სწორი მენეჯმენტის განხორციელებაში და სამეცნიერო საქმიანობის შეჯამებაში.

 

 

 

ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის დირექტორის შეხვედრა სტუდენტებთან

 

 2018 წლის 2 მარტს საჯარო სამართლის ლაბორატორიაში ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის დირექტორთან ნინო ბოლქვაძესთან გაიმართა შეხვედრა.

ღონისძიება გახსნა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა პროფესორ ირაკლი გაბისონიამ და სტუ-ს საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულეტეტის დეკანმა, პროფესორ ივანე ჯაგოდნიშვილმა.

შეხვედრა მიზნად ისახავდა ზემოაღნიშნული ფაკულტეტების მიერ ერთობლივად დაგეგმილი  პრაქტიკული სასწავლო პროექტის, კერძოდ, ტრენერთა სკოლის პრეზენტაციასა და განხილვას.

შესავალ სიტვაში ფაკულტეტის დეკანებმა ყურადღება გაამახვილეს ევროინტეგრაციის პროცესში სტუდენტების ჩართულობის მნიშვნელობაზე, ხაზი გაუსვეს ევროპულ არჩევანს და სთოვეს სტუდენტებს აქტიურად ჩაერთონ დაგეგმილ პროექტში.

აღსანიშნავია, რომ ტრენერთა სკოლას ფაკულტეტები ახორციელებენ ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის მხარდაჭერით, სწორედ მათგან მოწვეული ტრენერები ჩაუტარებენ ჩვენს სტუდენტებს ლექცია-სემინარებს. წარმოდგენილი პროექტი საკმაოდ კარგ შესაძლებლობას მისცემს სტუდენტებს, ვინაიდან, ისინი ფაკულტეტის დაფინანსებით და ორგანიზებით მიიღებენ მონაწილეობას ტრენერთა სკოლაში, თემაზე: „საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია“. ტრენერთა სკოლის ჩატარების მიზანია სტუდენტების ინფორმირება საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის მიმდინარე საკითხებზე; სტუდენტების ჩართულობის გაზრდა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში, სტუდენტების ჩართვა სხვადასხვა რელევანტურ აქტივობაში.

მოწვეულმა სტუმარმა ნინო ბოლქვაძემ სტუდენტებს დეტალურად გააცნო ტრენერთა სკოლაში მონაწილეობასთან დაკავშირებული საკითხები, ვადები და სკოლაში მიღების კრიტერიუმები.

 

სტუ-სა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა

2018 წლის 2 მარტს სტუ ცენტრალურ ბიბლიოთეკაში სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით პროექტშეხვდი  დამსაქმებელსფარგლებში გაიმართა შეხვედრა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარესთან დავით ასათიანთან და ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოსა და ეთიკის კომისიის წევრებთან.

შეხვედრა გახსნა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორ ირაკლი გაბისონია, რომელმაც მადლობა გადაუხადა სტუმრებს მობრძანებისათვის. მისასალმებელ სიტყვაში დეკანმა ხაზი გაუსვა ფაკულტეტის სამეცნიერო საქმიანობას, ორიოდე სიტყვით მიმოიხილა სამეცნიერო პროექტები, მათ შორის, საინჟინრო სამართალი, მედია სამართალი, საგამოძიებო სამართალი და სხვა. ყურადღება გაამახვილა ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პროცესში პრაქტიკოსი ადვოკატების რეკომენდაციებისა და შენიშვნების ასახვაზე სასწავლო პროგრამებსა და სილაბუსებში.

აღნიშნულ შეხვედრაზე ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, ორივე მხარემ მნიშვნელოვნად შეაფასა მემორანდუმის გაფორმება სტუ-სა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას შორის.

სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს მიესალმა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი, რომელმაც ხაზი გაუსვა ასოციაციის მიერ დაგეგმილ რეფორმებს, ე.წ. ფრანგულ მოდელზე გადასვლის  და მენტორ-ადვოკატის  დამკვრიდების შესაძლებლობებს.  ყურადღება გაამახვილა იმ კომპონენტზე, რომელიც აუცილებლად უნდა გააჩნდეს პრაქტიკოს ადვოკატს, მათ შორის, კლიენტთან ურთიერთობასა და კომუნიკაციაზე, ადვოკატის მიერ ჰონორარის მოთხოვნის საფუძველზე, საადვოკატო ბიუროს მმართვაზე, საქმიანობის პრინციპებზე, ორატორული ხელოვნების ასპექტებზე და პროფესიული ეთიკის ნორმების დაცვაზე.

ფაკულტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებელთა შეკითხვებს უპასუხეს მოწვეულმა სტუმრებმა: საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელმა  დირექტორმა გიორგი ჭეხანმა,  აღმასრულებელი საბჭოს წევრმა გიორგი ტურაზაშვილმა, ეთიკის კომისიის წევრებმა: თორნიკე ბაქრაძემ, ინგა სეხნიაშვილმა და გია ტაბლიაშვილმა, ასევე, სარევიზიო კომისიის წევრმა რაჟდენ კუპრაშვილმა.

შეხვედრა აქტიურად წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში.

დასასრულს, ასოციაციის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ფაკულტეტის ხელმძღვანელობას, გამოხატა  იმედი ნაყოფიერი სამომავლო თანამშრომლობის და მოუწოდა სტუდენტებს იყვნენ წარმატებულები, რადგან შეძლონ მემორანდუმით გათვალისწინებული პრივილეგიებით სარგებლობა.

ღონისძიება შეაჯამა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორ ირაკლი გაბისონიამ.