საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ორგანიზებით 2018 წლის 25 მაისს გაიმართება მეშვიდე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „მსოფლიო და კავკასია“, რომელიც ეძღვნება საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლისთავს.
კონფერენციის პროგრამით გათვალისწინებულია შემდეგი მიმართულები: საქართველოს დამოუკიდებლობა (ისტორია, პოლიტიკა, სამართალი), პოლიტიკური და სამართლებრივი ურთიერთობები, საერთაშორისო ურთიერთობები და კავკასია, საქართველო და მეზობლები ქვეყნები-რუსეთი, თურქეთი, აზერბაიჯანი და სომხეთი, ევროპა და საქართველო (ისტორია თანამედროვეობა), მსოფლიო გლობალური პოლიტიკური, ეკონომიკური და სამართლებრივი და სოციალური პროცესები, საერთაშორისო და რეგიონალური კონფლიქტები, სოციოლოგია, ფილოსოფია, ფსიქოლოგია, საზოგადოებრივი ურთიერთობები, ისტორია, პოლიტიკა, დიპლომატია, კულტურა, რელიგია, განათლება, ხელოვნება, კულტუროლოგიური და ფილოლოგიური ძიებანი, კომუნიკაცია, თანამედროვე საინფორმაციოტექნოლოგიები, არქიტექტურა, ტექნიკის ისტორია, არქეოლოგია, ეთნოლოგია, მსოფლიო და გენდერი, ისტორიული, პოლიტიკური, ეკონომიკური პუბლიცისტიკა,
თეზისები გამოგზავნის ბოლო ვადაა 2018 წლის 15 აპრილი.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი
პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი
საქართველოს სოციალურ მეცნიერებათა აკადემია
მეშვიდე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია
„მსოფლიო და კავკასია“
ეძღვნება საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლისთავს
25 მაისი, 2018 წელი
თბილისი, საქართველო
კონფერენციის პროგრამით გათვალისწინებული მიმართულებები:
I სექცია |
საქართველოს დამოუკიდებლობა (ისტორია, პოლიტიკა, სამართალი) |
II სექცია |
პოლიტიკური და სამართალებრივი ურთიერთობები |
III სექცია |
საერთაშორისო ურთიერთობები და კავკასია; |
IV სექცია |
საქართველო და მეზობელი ქვეყნები – რუსეთი, თურქეთი, აზერბაიჯანი და სომხეთი. |
V სექცია |
ევროპა და საქართველო (ისტორია და თანამედროვეობა) |
VI სექცია |
მსოფლიო გლობალური პოლიტიკური, ეკონომიკური, სამართლებრივი და სოციალური პროცესები |
VII სექცია |
საერთაშორისო და რეგიონალური ტერორიზმი
(ისტორია და პრაქტიკა) |
VIII სექცია |
საერთაშორისო და რეგიონალური კონფლიქტები |
IX სექცია |
სოციოლოგია, ფილოსოფია, ფსიქოლოგია, საზოგადოებრივი ურთიერთობები |
X სექცია |
ისტორია, პოლიტიკა, დიპლომატია, კულტურა, რელიგია, განათლება, ხელოვნება |
XI სექცია |
კულტუროლოგიური და ფილოლოგიური ძიებანი |
XII სექცია |
კომუნიკაცია, თანამედროვე საინფორმაციოტექნოლოგიები, არქიტექტურა, ტექნიკის ისტორია, არქეოლოგია, ეთნოლოგია
|
XIII სექცია |
მსოფლიო და გენდერი |
XIV სექცია |
ისტორიული, პოლიტიკური, ეკონომიკური პუბლიცისტიკა
|
კონფერენციის სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური, რუსული.
კონფერენციის რეგლამენტი: მოხსენება _ 15 წუთი; მსჯელობა _ 5 წუთი.
კონფერენციაზე შესაძლებელია დაუსწრებელი მონაწილეობაც.
კონფერენციაში მონაწილეობის საფასური:
საქართველოს მოქალაქეებისათვის _ 60 ლარი
უცხოელებისათვის _ 60 ევრო
საბანკო ანგარიში: „თიბისი ბანკი“
ბანკის კოდი : TBCBGE22
ანგარიშის № GE71 TB76 2753 6020 10000 4
სარეგისტრაციო მოსაკრებელში შედის:
მოხსენებათა თეზისები გამოქვეყნდება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის „მსოფლიო და კავკასია“ შრომათა კრებულში, კონფერენციის პროგრამა, სერთიფიკატი, ბეიჯი, ფურშეტი.
საორგანიზაციო კომიტეტი შეარჩევს მოხსენებებს კონფერენციისათვის.
კონფერენციის მონაწილეობაზე დადებითი პასუხის შემდეგ, რის შესახებაც მომხსენებლებს ეცნობებათ საორგანიზაციო კომიტეტისაგან, მსურველმა უნდა გადაიხადოს მონაწილეობის საფასური და წარმოადგინოს გადახდის დამადასტურებელი ქვითარი პირადად ან ელ.დოფსაზე გამოაგზავნოს ქვითრის სკანირებული ვერსია.
კონფერენციის მონაწილეთათვის თანხის გადახდის ბოლო ვადა – 25 აპრილი
თეზისების გამოგზავნის ბოლო ვადაა მ/წლის 15 აპრილი.
ელ.ფოსტა: conference-stu@mail.ru
საკონფერენციო მოხსენებების თეზისების კრებული და სერთიფიკატები დარიგდება კონფერენციის მსვლელობის დროს.
ტელ.: 595 29 89 07; 595 96 00 35
66 86; 65 37.
წინასწარ გიხდით მადლობას თანამშრომლობისათვის.
პატივისცემით,
საორგანიზაციო კომიტეტი
მოთხოვნები კრებულში საკონფერენციო მოხსენებათა
თეზისების გაფორმებისათვის
ელექტრონული ფოსტის მისამართი: conference-stu@mail.ru
თეზისების მოცულობა 2-3 გვერდი
- გვერდის ფორმატი: – А4
- გვერდის ველი : – 2 სმ
- შრიფტი: ქართული – sylfean, ზომა _ 12,
რუსული – Times New Roman, ზომა 12
ინგლისური – Times New Roman, ზომა 12
- ინტერვალი – 1 (Single)
- აბზაცი – 1 სმ
- ტექსტის სტრუქტურა:
ავტორის გვარი, სახელი პირველ ხაზზე (Bold);
ერთი ინტერვალის გამოტოვებით სათაური (Bold) ზომა 14
საკვანძო სიტყვები
თეზისები ქართულ ენაზე
რეზიუმე ინგლისურ (ან რუსულ) ენაზე
გ ა ნ ა ც ხ ა დ ი
VII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია
,,მსოფლიო და კავკასია“
თბილისი, 2018 წელი
სახელი, გვარი, მამის სახელი |
|
ქვეყანა, ქალაქი |
|
უმაღლესი სასწავლებლის დასახელება, აკადემიური თანამდებობა |
|
სამეცნიერო ხარისხი, წოდება |
|
მისამართი |
|
ტელეფონი |
|
ელ.ფოსტა |
|
მონაწილეობა (დასწრებული, დაუსწრებელი) |
|
მოხსენების სათაური,
ანოტაცია (200-300 სიტყვა) |
|
სექცია |
|
გთხოვთ, კონფერენციაში დასწრებულ თუ დაუსწრებელ მონაწილეობას განაცხადის გადმოგზავნის შემდეგ ნუ შეცვლით.