სამეცნიერო პროექტები

2018 წელს დაფინანსებული სამეცნიერო პროექტები

  1. ,,საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ევროკავშირის კანონმდებლობასთან ასოცირების  შესახებ შეთანხმების მოთხოვნების შესაბამისად““ - ხარჯთაღრიცხვა - 52000 ლარი;
  2. ,,საერთაშორისო თანამედროვე ურთიერთობები“ - ხარჯთაღრიცხვა - 87600 ლარი;
  3. ,,ნარკოტიკული დანაშაულის ფენომენი, მისი გამოვლენის, გამოძიების და პრევენციის ტაქტიკა და მეთოდოლოგია“ - ხარჯთაღრიცხვა - 65200;
  4. ,,სამართლიანობის ფილოსოფია და თანამედროვეობა“ –ხარჯთაღრიცხვა 72000 ლარი;
  5. ,,სახელმწიფო სამართლის თეორია“ –ხარჯთაღრიცხვა 44000 ლარი;
  6. ,,ბოსნია და ჰერცოგოვინას პოსტკომფლიქტური სახელმწიფო მოწყობა და მართვა და მისი გამოყენების პერსპექტივები საქართველოში“. ხარჯთაღრიცხვა - 52800;
  7. ,,სისხლის სამართლის კერძო ნაწილი ადამიანის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული“ - ხარჯთაღრიცხვა 36000 ლარი;
  8. ,,განათლების სამართალი” – ხარჯთაღრიცხვა 133200 ლარი
  9. "კანტის პოლიტიკური წერილების თარგმნა" - ხარჯთაღრიცხვა 21330ლარი
  10. "კრიმინოლოგის მონოგრაფიის შექმნის შესახებ"- ხარჯთაღრიცხვა-7200 ლარი
  11. მთარგმნელობითი პროექტი- "International Law and International Relations“- ხარჯთაღრიცხვა 39100ლარი
  12.  "დანაშაულიდან სასჯელამდე"- ხარჯთაღრიცხვა- 12 900 ლარი
  13.  "საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების სამართალი"- ხარჯთაღრიცხვა 93 600 ლარი
  14. "ჯანდაცვის სამართალი"- 177 600 ლარი
  15. საერთაშორისო სამართლებრივი სისტემები და ადგილობრივი თვითმმართველობა- ხარჯთაღრიცხვა 48,000 ლარი
  16. სამართლის მეთოდები- 28,8000 ლარი
  17. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების სამართალი- ხარჯთააღრიცხვა- 93,600 
  18. გენდერული თანასწორობა და დისკრიმინაცია პოლიტიკურ-სამართლებრივი ასპექტები

2017 წელს დაფინანსებული სამეცნიერო პროექტები

  1. "საინჟინრო სამართალი"
  2. „ქართული მენტალური ლექსიკონი“;
  3. „მედია სამართალი“;
  4. „სასამართლო მჭერმეტყველება“;
  5. „საქართველოს ტერიტორიული და სახელმწიფოებრივ პოლიტიკური მოწყობის, მმართველობისა და თვითმმართველობის ასპექტები. „ (ისტორიული პოლიტიკური და სამართლებრივი ანალიზი);
  6. „საგამოძიებო სამართალი“;
  7. „საქართველო საერთაშორისო ურთიერთობებსა და საერთაშორისო სამართლის სისტემაში“;
  8. „არაბული ეთნო-მენტალობისა და ეთნო-კულტურის კვალი ქართულ სინამდვილეში“ -პუბლიცისტიკა და სამართლებრივი ანალიზი;
  9. "ლინგვოკრიმინალისტიკა"

ფაკულტეტის ბიუჯეტში სამეცნიერო პროექტებისათვის გამოყოფილია 100000 ლარზე მეტი ფულადი თანხა

ერთობლივი სამეცნიერო პროექტი „ლინგვოკრიმინალისტიკა“.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს დადგენილებით დამტკიცდა სამართლისა და საერთაშორისო  ურთიერთობების და საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტების ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტი „ლინგვოკრიმინალისტიკა“.

აღნიშნული პროექტების სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში ჩაერთვებიან ორივე ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები, რომლებიც მოამზადებენ არაერთ სამეცნიერო ნაშრომს, რომელიც  მისცემს სტუდენტებს შესაძლებლობას გაირღმავონ თვალსაწიერი.

სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ირაკლი გაბისონია გამოხატავს მზადყოფნას ითანამშრომლოს ყველა მეცნიერ-თანამშრომელთან აღნიშნული პროექტის სრულყოფილად განხორციელების მიზნით.                                                                                              

 

პროექტი “საინჟინრო სამართალი”.

2017 წლის 18 ოქტომბერს სტუ-ს აკადემიურმა საბჭომ დაამტკიცა სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის  დეკანის პროფესორ ირაკლი გაბისონიას მიერ წარდგენილი პროექტი „საინჟინრო სამართალი“.

პროექტი დამტკიცდა, ვინაიდან სტუ, როგორც ქვეყნის ნომერ პირველი ტექნიკური უნივერსიტეტი, მუდმივად ისწრაფვის განახლებისა და სიახლეების დანერგვისაკენ. ამ თვალსაზრისით მეტად მნიშვნელოვანია ახალი სასწავლო პროგრამების შემოღება, რომლებიც ორიენტირებული იქნება ბაზრის მოთხოვნებზე.

აღნიშნული პროექტი წარმოადგენს კომბინირებულ საბაკალავრო პროგრამას, კერძოდ სამართლისა და ინჟინერიის ერთობლივი პროგრამა, რომელიც დაინერგება ცალკე სასწავლო პროგრამის „საინჟინრო ეკონომიკის“სახით.

საინჟინრო მეცნიერებისა და სამართლის ერთობლივი პროგრამა, რამდენადაც ჩვენთვის არის ცნობილი, არ დანერგილა არცერთ პოსტსაბჭოთა სივრცის უნივერსიტეტში. მაშასადამე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, კერძოდ სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი იქნება პირველი, რომელიც საფუძველს ჩაუყრის, დანერგავს და წარმატებით განახორციელებს აღნიშნულ კომბინირებულ საგანმანათლებლო კურსს.

საინტერესოა, ის ფაქტი, რომ მოცემული კურსი წარმატებით არის დანერგილი სიდნეის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში. სიდნეის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ვებგვერდის მიხედვით, ეს არის სამართლისა და ინჟინერიის ფაკულტეტის ერთობლივი კურსი, რომელიც მოიცავს სწავლებას და ტექნიკური საგნების სიღრმისეულ ცოდნას.

პროექტის განხორციელების მიზნით დაგეგმილია მთელი რიგი ღონისძიებები, რომელიც დაფინანსებულია სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ბიუჯეტიდან.

აღნიშნული პროექტის ხელმძღვანელს წარმოადგენს სტუ-ს რექტორი, აკადემიკოსი არჩილ ფრანგიშვილი, პროექტის მენეჯერები იქნებიან: სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი პროფესორი ირაკლი გაბისონია, სტუ-ს სპიკერი, პროფესორი ჯემალ გახოკიძე და ასოცირებული პროფესორი გიორგი გორაძე.  დაკომპლექტებულია ასევე სამუშაო ჯგუფი, ხარისხის ექსპერტი და ტექნიკური პერსონალი. მათი ერთობლივი საქმიანობის შედეგად შეიქმნება ისეთი საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამა, რომლის დასრულების შემდგომ სტუდენტს ექნება ორმაგი დიპლომი, როგორც ინჟინერის ასევე, სამართლის მიმართულებით. ასევე, შედგენილია პროექტის ბიუჯეტი რომელიც სამი ხარჯვითი ნაწილისაგან შედგება.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს გააჩნია შესაბამისი მატერიალური და ინტელექტუალური ბაზა, რათა სათანადო მომზადების შემდეგ მოხდეს „საინჟინრო სამართლის“ როგორც ცალკე სასწავლო პროგრამის დანერგვა.  კურსდამთავრებულს ექნება შესაძლებლობა დასაქმდეს  როგორც: იურისტი ეკოლოგიური სამართლის, ტექნოლოგიური კანონმდებლობისა და სპეციალური სისხლის სამართლის სფეროებში, საინჟინრო კორპორაციების კონსულტანტი, იურისტკონსულტი ან მენეჯერი და ა.შ. მათ განუვითარდებათ კრიტიკული და ანალიტიკური  უნარ-ჩვევები ინდუსტრიაზე ძლიერი აქცენტებით, რაც აუცილებელია ინჟინერიასა და სამართალს შორის რთული კავშირების გასაგებად.კურსი განკუთვნილია სტუდენტებისთვის, რომელთაც სურთ მიიღონ უმაღლესი პროფესიული იურიდიული განათლების სრული კურსი საინჟინრო მეცნიერებების კვალიფიკაციასთან ერთად.

კურსი მოიცავს 264 კრედიტს, რომელიც სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ უმაღლესი განათლება ცალკე ტექნიკური მეცნიერებების ბაკალავრის და ცალკე სამართლის ბაკალავრის ხარისხით.

აღნიშნული პროექტი ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ირაკლი გაბისონიას და აკადემიური დეპარტამენტის წარმომადგენლების მეირ შემუშავდა იურიდიულ მომსახურებაზე მზარდი მოთხოვნის გამო ისეთ სფეროებში, რომლებშიც საჭიროა რთული ტექნიკური საკითხების ცოდნა. ასეთი სპეციალისტების დიდი მოთხოვნილებაა, როგორც კერძო იურიდიულ ფირმებში, ისე მანქანათმშენებლობაში.

პროექტის ფარგლებში შემუშავდება როგორც უშუალოდ საინჟინრო სამართლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამა, ასევე შეიქმნება სპეციალური ლიტერატურა ქართველის მეცნიერების მიერ, ითარგმნება უცხოური ლიტერატურა და საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად ჩამოყალიბდება სრულყოფილი სასწავლო პროგრამა.

ჩვენ ამაყნი ვართ, რადგან საფუძველი ჩაეყარა, უმნიშვნელოვანეს საქმეს, რომელიც სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტს დაუმკვიდრებს ღირსეულ სახელს საგანმანათლებლო სფეროში. ვინაიდან, აღნიშნული პროექტი ემსახურება საერთო მიზანს, ისეთი პროგრამის შემუშავებას და განხორციელებას, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცეში ჯერ არცერთ უნივერსიტეტს არ გააჩნია.

 

სამეცნიერო პროექტი „ნარკოტიკული დანაშაულის ფენომენი, მისი გამოვლენის, გამოძიების და პრევენციის ტაქტიკა და მეთოდოგია“

 

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულეტის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება პროექტის „ნარკოტიკული დანაშაულის ფენომენი, მისი გამოვლენის, გამოძიების და პრევენციის ტაქტიკა და მეთოდოგია“-ს განხორციელების შესახებ. პროექტის ფარგლებში მომზადდება სახელმძღვანელო სისხლის სამართლის დეპარტამენტის  საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისათვის.

პროექტის ძირითად ამოცანას წარმოადგენს სასწავლო სახელმძღვანელოს მომზადება, რომელიც მიაწოდებს სტუდენტებს დეტალურ ფაქტობრივ და ანალიტიკურ ინფორმაციას ნარკოტიკული დანაშაულის ფენომენზე, მისი გამოვლენისა და პრევენციის ტაქტიკასა და მეთოდოლოგიაზე.  ამასთანავე, პროექტის ამოცანა გულისხმობს ნარკოტიკული დანაშაულის და მისი გამოვლენის, გამოძიებისა და პრევენციის ტაქტიკის და მეთოდოლოგიის შესახებ სამეცნიერო მასალის მოძიებას, დამუშავებასა და ვერბალური და ვიზუალური მასალის სტრუქტურიზებას სახელმძღვანელოს ფორმატში.

სამეცნიერო პროექტი -„საერთაშორისო თანამედროვე ურთიერთობების“ სამეცნიერო კრებულის შექმნის შესახებ.

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საბჭომ დაამტკიცა სამეცნიერო პროექტი- „საერთაშორისო თანამედროვე ურთიერთობების“ სამეცნიერო კრებულის შექმნის შესახებ.

აღნიშნული პროექტის განხორციელებაში ჩართული იქნება სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი და სტუდენტები. კვლევითი პროექტის  დროითი ჩარჩო მოიცავს მასალის მოძიებას, შესწავლა-დამუშავებას, დამუშავებული მასალიდან სამეცნიერო სტატიების მომზადება, სამეცნიერო ფორუმის ორგანიზება და სამეცნიერო ფორუმის ორგანიზება და სამეცნიერო ნაშრომთა კრებულის გამოქვეყნება.

აღნიშნული პროექტის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის  ბიუჯეტი.

 

სამეცნიერო-კვლევითი პროექტი -„საერთაშორისო თანამედროვე ურთიერთობები“

 

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საბჭომ დაამტკიცა სამეცნიერო-კვლევითი პროექტი -„საერთაშორისო თანამედროვე ურთიერთობები“, რომლის ფარგლშიც „საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ევროკავშირის კანონმდებლობასთან ასოცირების შესახებ შეთანხმების მოთხოვნის შესაბამისად“ გამოიცემა ნაშრომები.

პროექტი წარმოადგენს ავტორების მიერ ჩაფიქრებულ, საკმაოდ დიდი კომპლექსური კვლევის ნაწილს და ღირებულია თეორიული და პრაქტიკული მნიშვნელობით. პროექტი შედგება სხვადასხვა მნიშვნელოვანი განსახილველი თემატიკისაგან.

პროექტში ნაშრომზე მუშაობის პროცესში მოძიებული და გაანალიზებული იქნება წყაროები და სამეცნიერო, პოლიტიკური და იურიდიულ მეცნიერებებში აპრობირებული კვლევის მეთოდები.

 

 

სამეცნიერო-კვლევითი პროექტების მხარდაჭერა

ინტერდისციპლინური კვლევითი ცენტრის „სახელმწიფო-სამართალი-პოლიტიკა-კულტურა“ ინიციატივით დაიგეგმა ჰეგელის „სამართლის ფილოსოფიის“ თარგმნა ქართულ ენაზე აღნიშნული ნაშრომის თარგმნას შეასრულებენ ფილოსოფიის პროფესორი გიორგი ბარამიძე, ხოლო მის სამეცნიერო რედაქტირებასა და კომენტირებას-პროფესორი მამუკა ბერიაშვილი უხელმძღვანელებს. ამავე დროს, პროექტის სამუშაო ჯგუფში მონაწილეობას მიიღებენ სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი  ირაკლი გაბისონია და პროფესორი მინდია ოკუჯავა, რომლებიც თარგმნის პროცესში სამეცნიერო კონსულტაციას გაუწევენ, როგორც სარედაქციო სამუშაობს, ისე ნაშრომში გამოყენებული სამართლებრივი ტერმინოლოგიის ზუსტი ქართული შესატყვისების შემუშავებას.

აღნიშნული პროექტიც დაფინანსდება სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთერთობების ფაკულტეტის ბიუჯეტიდან, ისევე როგორც სხვა არაერთი სამეცნიერო-კვლევითი პროექტი, რომელიც განხორციელდა ფაკულტეტის დეკანის პროფესორ ირაკლი გაბისონიას მხარდაჭერით

პროექტი „პროფესიული ეთიკის განვითარება“

საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით, ა.ა.ი.პ. „დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი“ გრიგოლ რობაქიძის სახელობის კრიმინოლოგიის სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტთან და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტთან თანამშრომლობით ახორციელებს პროექტს „პროფესიული ეთიკის განვითარება“ .

პროექტი „პროფესიული ეთიკის განვითარება“ მიზნად ისახავს  უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესორ–მასწავლებლებს, სტუდენტებს, შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულებების მოსამსახურეებს და ამ საკითხით დაინტერესებულ ფართო საზოგადოებას მიაწოდოს   ცოდნა პროფესიული ეთიკის შესახებ და გამოუმუშაოს შესაბამისი უნარ–ჩვევები საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით. ეს დაეხმარებათ, როგორც პროფესიული საქმიანობის განსახორციელებლად,  ისე ყოფით ცხოვრებაში.

პროექტის მიზანია სტუდენტები და მსმენელები დაეუფლონ ზოგადი და პროფესიული ეთიკის საფუძვლებს, საჯარო, სამართალდამცავ და სპეციალურ სამსახურების საქმიანობის ძირითად პრინციპებს, ამ სამსახურებში პროფესიული ეთიკისა და ქცევის თანამედროვე სტანდარტებს და გამოუმუშავდეთ  შესაბამისი უნარ–ჩვევები;

პროექტის ამოცანებია:

  • გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის კრიმინოლოგიის სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტში, ,,პროფესიული ეთიკის განვითარების ცენტრის’’ გახსნა, რომელშიც გაერთიანებული იქნებიან მეცნიერები და პრაქტიკოსები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკადემიური პერსონალი, სტუდენტები, სახელმწიფო დაწესებულებების მოსამსახურეები, არასამთვრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები.

  • პროფესიული ეთიკის განვითარების ცენტრში მომზადდება:

  • საჯარო, სამართალდამცავ და სპეციალურ სამსახურებში ეთიკის ნორმებსა და ქცევის წესებზე საერთაშორისო სამართლებრივი აქტების თარგმანი;

  • უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის სასწავლო კურსის პროგრამა ,,პროფესიულ ეთიკა საჯარო, სამართალდამცავ და სპეციალურ სამსახურებში“;

  • სახელმწიფო დაწესებულებებში, პროფესიული სწავლებისათვის მოკლევადიანი სპეციალური კურსი ,,პროფესიული ეთიკა საჯარო, სამართალდამცავ და სპეციალურ სამსახურებში’’;

  • სახელმძღვანელო ,,პროფესიული ეთიკა საჯარო, სამართალდამცავ და სპეციალურ სამსახურებში’’.

  • მოკლევადიანი (3 დღიანი) სპეციალური სასწავლო კურსის ჩატარება დაინტერესებული უმაღლეს საგანმანათლებლო და შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულებებისათვის.

  • უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში:გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში და დაინტერესებულ სახელმწიფო დაწესებულებებშისასწავლო კურსის  პროგრამის ,,პროფესიული ეთიკა საჯარო, სამართალდამცავ და სპეციალურ სამსახურებში’’ და სახელმძღვანელოს პრეზენტაცია–განხილვა;

  • საზოგადოების ყურადღების გამახვილება, სახელმწიფო დაწესებულებების მოსამსახურეების ეთიკურ სტანდარტებზე და ამ მიზნით საინფორმაციო მასალების: კრებულის, ბანერისა და პლაკატის გამოცემა და ინტერნეტ სივრცეში გავრცელება;

  • უმაღლეს საგანმანათლებლო და დაინტერესებული სახელმწიფო დაწესებულებების და არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლობის ხელშეწყობა, სხვადასხვა დარგში, პროფესიული ეთიკისა და ქცევის წესების სტანდარტების ჩამოყალიბების მიზნით.

ასევე, გამოიცა საინფორმაციო კრებული საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტთან თანამშრომლობით და საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით, გრიგოლ რობაქიძის სახელობის კრიმინოლოგიის სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტში, „პროფესიული ეთიკის განვითარების“ პროექტის ფარგლებში.

 

სამეცნიერო-კვლევითი პროექტის დაფინანსება

 

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო  ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ირაკლი გაბისონიას მხარდაჭერით ინტერდისციპლინური კვლევითი ცენტრის „სახელმწიფო-სამართალი-პოლიტიკა-კულტურა“ სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ფარგლებში მზადდება კრებული „კონსტიტუციური სახელმწიფო და ძირითადი უფლებები“, რომელშიც გამოქვეყნდება ევროპული და ქართველი მეცნიერების ნაშრომები თანამედროვეობის აქტუალურ და რელევანტურ საკითხებთან დაკავშირებით. ამ კრებულში წარმოდგენილი ნაშრომები ევროპელმა და ქართველმა პროფესორებმა წაიკითხეს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით 2016 წელს განხორციელებული პროექტის „სახელმწიფოებრივი მოწყობის საპრეზიდენტო კოლეგიუმი“ -ს ფარგლებში, როგორც საქართველოში მოქმედ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ასევე პრეზიდენტის ადმინისტაციაში. იმავდროულად კრებულში შეტანილია 2017 წელს ზუგდიდში ჩატარებული საზაფხულო სკოლის „კონსტიტუციური სახელმწიფო და ძირითადი უფლებები“ ფარგლებში წაკითხული მოხსენებები.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული საზაფხულო სკოლა ჩატარდა ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ერთობლივი ინიციატივით, ასევე  საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის თანადაფინანსებით. კრებულში გამოსაქვეყნებელ ნაშრომთა გარკვეული ნაწილის ქართულ ენაზე თარგმნა დაფინანსებულ იქნა პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან.

ამასთანავე, სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო  ურთიერთობების ფაკულტეტის მხარდაჭერით დაფინანსდება უცხოენოვანი მოხსენების თარგმნა, რომელიც შესრულებულია კასელის უნივერსიტეტის დოქტორანტის ქეთევან რჩეულიშვილის, ბონის უნივერსიტეტის დოქტორანტის ირაკლი თაბორიძისა და მაგისტრანტის მარიამ ხაზარაძის მიერ. ამავდროულად მარიამ ხაზარაძემ კრებულის რუბრიკისათვის თარგმნა იმანუელ კანტის ცნობილი ტექსტი „ადამიანთა მოდგმის სავარაუდო დასაწყისი“.

ფაკულტეტის დეკანის პროფესორ ირაკლი გაბისონიას მიზანს წარმოადგენს ისეთი სამეცნიერო ნაშრომების მომზადება, რომელთაც გარდა სამეცნიერო ხასიათისა, გააჩნია სასწავლო ღირებულება.  სამეცნიერო-კვლევითი პროექტების დაფინანსება მოხდება  ფაკულტეტის შესაბამისი ბიუჯეტიდან

გამოიცა სტუდენტური კონფერენციის ნაშრომთა კრებული

გამოიცა სახელმძღვანელო “რიტორიკა-ქრესტომათია”

წიგნი "რიტორიკა-ქრესტომათია"
მომზადდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა
და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის,
საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ
მეცნიერებათა ფაკულტეტის ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი
პროექტის `სამოსამართლო მჭევრმეტყველების~ ფარგლებში.
ავტორები: პროფ. თ. ჯაგოდნიშვილი,
ი. გაბისონია
ივ. ჯაგოდნიშვილი
რედაქტორები: პროფ. ჯ. გახოკიძე
ჯ. გაბელია
ქ. ქოქრაშვილი

გამოიცა წიგნი „ახალი რიტორიკა-საჯარო კამათის ტექნოლოგიები”

წიგნი “ახალი რიტორიკა _ საჯარო კამათის ტექნოლოგიები”
მომზადდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა
და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის,
საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ
მეცნიერებათა ფაკულტეტის ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი
პროექტის `სამოსამართლო მჭევრმეტყველების~ ფარგლებში.
ავტორები: პროფ. თ. ჯაგოდნიშვილი,
ი. გაბისონია
ივ. ჯაგოდნიშვილი
რედაქტორები: პროფ. ჯ. გახოკიძე
ჯ. გაბელია
ქ. ქოქრაშვილი

 

გამოიცა წიგნი „ლუარსაბ ანდრონიკაშვილი“

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთოებებისა ფაკულტეტისა და  საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიების და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტის ფარგლებში დავით სოლომნიშვილის ავტორობით გამოიცა წიგნი „ლუარსაბ ანდრონიკაშვილი“.

აღნიშნულ წიგნში განხილულია ცნობილი ქართველი იურისტის _ ლუარსაბ ანდრონიკაშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა. ყურადღება გამახვილებულია ქართული იურისპრუდენციის ისეთ საკითხებზე, რომელიც მნიშვნელოვანწილად პასუხობს გასული საუკუნის სამართლებრივი, კულტურული, სოციალური ყოფა-ცხოვრების მნიშვნელოვან ეტაპებს.  დავით სოლომნიშვილის დამხმარე სახელმძღვანელო „ლუარსაბ ანდრონიკაშვილი“ გამოცემულია სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მხარდაჭერით.

სამეცნიერო პროექტის „საგამოძიებო სამართლის“ ფარგლებში გამოიცა სახელმძღვანელო „საგამოძიებო სამართალი“

2018 წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების  ფაკულტეტის მიერ დამტკიცებულ სამეცნიერო პროექტის „საგამოძიებო სამართლის“ ფარგლებში გამოიცა სახელმძღვანელო „საგამოძიებო სამართალი“, რომლის  ავტორებიც არიან პროფესორები: სტუ-ს სპიკერი პროფესორი, ჯემალ გახოკიძე,  სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ირაკლი გაბისონია,  პროფესორი მიხეილ მამნიაშვილი, პოლიკარპე (თემურ) მონიავა.

წიგნი გამოიცა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის  მხარდაჭერით.

`საგამოძიებო სამართალი~ ავტორთა კოლექტივის მრავალწლიანი სამეცნიერო და პრაქტიკული საგამოძიებო საქმიანობის შედეგია, რომელსაც არქიტექტონიკისა თუ განხილულ საკითხთა თემატიკის მრავალფეროვნებით ანალოგი არ გააჩნია, რადგან: მოიცავს გამოძიებასთან დაკავშირებით ისტორიულ  მემკვიდრეობას და დღეს არსებულ რეალობას, როგორც ქართულ ისე საზღვარგარეთის წამყვან სახელმწიფოებში; დეტალურად არის წარმოჩენილი გამოძიების ორგანოებისა და გამომძიებლის სტატუსით აღჭურვილ (გამომძიებელი, პროკურორი, ბრალდებული), ასევე გამოძიებასთან ასოცირებულ სუბიექტთა (მაგ. ჟურნალისტური გამოძიების პროცესში ჩართულ ჟურნალისტთა, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის) საქმიანობის ის ძირითადი ასპექტები, რომლებიც მოწესრიგებულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, `სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ~ კანონით და სხვა მთელი რიგი საკანონმდებლო აქტებით;

აღნიშნული სახელმძღვანელოს და ზოგადად პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია, ვინაიდან,  კვლევის შედეგი ასახული იქნება  სასწავლო სილაბუსებში, ასევე,   საგამოძიებო სამართლის, როგორც არჩევითი საგნის სწავლების შესაძლებლობა მიეცემათ სამართლის მიმართულების სტუდენტებს.

წიგნის „International Law and International Relations“ თარგმნა და გამოცემა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებით კემბრიჯის უნივერსიტეტის გამომცემლობასთან დაიდო ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტს მიეცა უფლება კემბრიჯის უნივერსიტეტის გამომცემლობის წიგნის (Beth A. Simmons, Richard H. Steinberg, International Law and International Relations) თარგმნასა და გამოცემაზე. ზემოაღნიშნული წიგნი შეირჩა ფაკულტეტის ორივე მიმართულების გათვალისწინებით, რადგან მასში განხილულია როგორც საერთაშორისო სამართლის აქტუალური პრობლემები, ასევე საერთაშორისო ურთიერთობების თანამედროვე ტენდენციები.

პროექტის ფარგლებში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი (მარიამ ჯიქია, მაია გამსახურდია, იგორ კვესელავა, ქეთევან ჯინჭარაძე და მაია ამირგულაშვილი), რომელიც უზრუნველყოფს წიგნის თარგმნასა და რედაქტირებას. პროექტის ხანგრძლივობა განისაზღვრა 9 თვით (2017 წლის 19 სექტემბრიდან 2018 წლის 19 ივნისამდე).
პროექტის მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 39100 ლარს და მისი დაფინანსება ხდება სამათლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკუტლეტის ბიუჯეტიდან.