ავთანდილ და ნატო სონღულაშვილის მონოგრაფიების პრეზენტაცია

2018 წლის  20 ივლისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის   ორგანიზებით შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფარგლებში გამოცემული მონოგრაფიების: „საბჭოური პოლიტიკა და საქართველოს ეროვნული უმცირესობა“ , „ქართული ემიგრაცია და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა“ (1921-1990)   საბჭოთა რეჟიმი და ქართული ეროვნული იდეა (1921-1991), პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიება გახსნა სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ, რომელმაც მიულოცა ავტორებს  მონოგრაფიების გამოცემა და წარმატებები უსურვა მათ. დეკანმა ასევე ყურადღება გაამახვილა ფაკულტეტის კვლევით საქმიანობაზე .

დასწრე საზოგადოების წინაშე სიტყვით გამოვიდნენ ავტორები: პროფესორი ავთანდილ სონღულაშვილი და  ასოცირებული პროფესორი ნატო სონღულაშვილი. მონოგრაფიების შესახებ ისაუბრა მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ, პროფესორმა რევაზ მიშველაძემ და კონსტანტინე გამსახურდიამ. საკუთარი მოსაზრებები წარმოადგინეს სხვა პროფესორებმა.

ღონისძიება შეაჯამა სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply