არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაზე იმიტირებული სასამართლო პროცესი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართლის კლინიკის ორგანიზებით 24 იანვარს საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაიმართა სისხლის სამართლის იმიტირებული სასამართლო პროცესი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების თემატიკაზე.
პროცესს წინ უსწრებდა ორთვიანი სასწავლო კურსი სადაც სტუდენტები თეორიულ საკითხებთან ერთად ეუფლებოდნენ სასამართლოში იურისტის გამოსვლის უნარ-ჩვევებს. აღნიშნულ კურსს უძღვებოდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სისხლის სამართლის ადვოკატი ბ-ნი რევაზ აჭარაძე.
პროცესზე გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი შემდეგი შემადგენლობით:ლანა სისოშვილი, ნათია ლაბაძე თამთა მაისურაძე და გიორგი ნუსხელაძე.
საუკეთესო დამცველის ტიტული დაიმსახურეს თორნიკე კაპანაძემ და ლანა სისოშვილმა. ხოლო საუკეთესო ბრალმდებლის ტიტული დაიმსახურეს ანა ტაკაშვილმა, სოფიკო დარჩიამ და ნატო დეკანოიძემ.
მონაწილე სტუდენტებს სერტიფიკატებთან ერთად გადაეცათ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის მიერ სხვადასხვადროს გამოცემული წიგნები, გამარჯვებულ გუნდს კი სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართლის კლინიკის თასი.
პროცესს ჰყავდა წინასწარ შერჩეული ჟიურის წევრები გიორგი ეუაშვილი და ბექა თაკალანძე, რომლებიც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში მუშაობენ სასამართლო მონიტორებად.
იმიტირებული სასამართლო პროცესები მიზნად ისახავს სტუდენტებმა მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზება მოახდინონ და გამომიმუშავონ ის უნარ-ჩვევები რომელიც აუცილებელია მათი პროფესიული წინსვლისათვის. სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართლის კლინიკა კვლავ გეგმავს მსგავსი ხასიათის პროექტებს, რათა სტუდენტებს საშუალება მიეცეთ უნივერსიტეტის ფარგლებშივე დაეუფლონ სასამართლოში იურისტის გამოსვლის უნარ-ჩვევებს და სამართლებრივი დოკუმენტების შედგენის ტექნიკას.

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply