2018 წლის 19-22 ივნისს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი თაკო კუპრეიშვილი ქალაქ პარიზში პარიზის საერთაშორისო უნივერსიტეტის (Cité internationale universitaire de Paris) მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე მონაწილეობის მისაღებად იმყოფებოდა.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ მსოფლიოს 52 ქვეყნის წარმომადგენლები, მათ შორის საქართველოდან, სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სახელით თაკო კუპრეიშვილმა წარადგინა მოხსენება თემა: „ქურთების ფაქტორი“ თურქეთში, ირანსა და სირიაში“
აღნიშნულ კონფერენციაში ასისტენტ-პროფესორის თაკო კუპრეიშვილის მონაწილეობა დაფინანსდა სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ბიუჯეტიდან.