2019 წლის 15 იანვარს 14:00 სთ-ზე სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით ახალგაზრდა ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში მარიამ თაყნიაშვილი და საქართველოს ახალგაზრდა ელჩი ჰოლანდიაში ერეკლე კოპლატაძე საჯარო სამართლის ლაბორატორიაში (907ა) ჩაატარებენ საჯარო ლექციას თემაზე: “საქართველოს პერსპექტივები და დამაბრკოლებელი ფაქტორები ნატოში და ევროკავშირში”.