ბავშვის უფლებათა კოდექსის კომენტარები

📜📜📜საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამეცნიერო-კვლევითი პროექტის ბავშვთა უფლებების ფარგლებში გამოიცა დღეისათვის მეტად აქტუალური „ბავშვის უფლებათა კოდექსის კომენტარები“.📕📕
აღსანიშნავია ის გარემოება რომ კვლევით პროექტში აკადემიურ პერსონალთა ერთად ჩართული იყვნენ ფაკულტეტის სამაგისტრო და საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები, სწორედ მათთან ერთად შეიქმნა კოდექსის კომენტარები, რომლის სამეცნიერო რედაქტორია პროფესორი მარიამ ჯიქია.
ბავშვთა უფლებების სამეცნიერო-კვლევით პროექტს ხელმძღვანელებოდა ასოცირებული პროფესორი სოფო დემეტრაშვილი, პროექტში ჩართული იყო დოქტორანტი თამარ ბარამია.
🔺🔺აღნიშნული თემისადმი ჩვენი დაინტერესება გამოწვეულია იმით რომ ბავშვის უფლებათა კოდექსის მიღებამდე არ არსებობდა ერთიანი ხედვა, სახელმწიფო პოლიტიკა, თუ როგორ უნდა მომხდარიყო ბავშვის უფლებების დაცვა, ოჯახის გაძლიერება და სიღარიბის, კრიმინალის, ძალადობის და სხვა დანაშაულებრივი ქმედების თავიდან აცილების შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების პრაქტიკაში გატარების, აღსრულების საფუძველი და შესაძლებლობა. კოდექსის კომენტარებში არსებითად შესწავლილია ბავშვის უფლებათა კოდექსის თითოეული მუხლი, პუნქტი. სტუდენტთა მიერ მოხდა როგორც საერთაშორისო, ასევე ეროვნული სასამართლო გადაწყვეტილებების ანალიზი კონკრეტულ მუხლებთან მიმართებაში, რომელთაგან განსაკუთრებულად ხაზგასასმელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული კოდექსის კომენტარები დაეხმარება საზოგადოებას სამართლებრივი ნორმების სწორად გააზრებაში.
ვულოცავ პროექტში ჩართულ ახალგაზრდა პროფესორ-მასწავლებლებს და სტუდენტებს პროექტის წარმატებით დასრულებას.📕📕

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply