ბექარ მიქაბერიძეს საჯარო ლექცია

2019 წლის 29 ოქტომბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მოწვევით საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჩინეთში ბექარ მიქაბერიძემ ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე: „ ჩინეთ-საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები“.
ლექცია გახსნა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ და წარადგინა სტუმარი.
ბექარ მიქაბერიძემ ისაუბრა ჩინეთ–საქართველოს შორის არსებულ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე, განვითარების სტრატეგიებსა და სამომავლო გეგმებზე. .ასევე, უპასუხა სტუდენტთა შეკითხვებს ჩინეთში სწავლის გაგრძელების, დასაქმების, სამუშაო ვიზების მიღების შესაძლებლობებზე და ჩინეთის საკანონმდებლო ბაზის საკითხებზე.
საჯარო ლექცია შეაჯამა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ჩინეთის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა ავთანდილ კიკნაძემ. საინტერესო ლექციის ჩატარებისთვის ბექარ მიქაბერიძეს მადლობა გადაუხადა საგანმანათლებლო პროგრამების კურატორმა, პროფესორმა მაია ყიფიანმა, რომელმაც ყურადღება გაამახვილა სამომავლო თანამშრომლობაზე.

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply