ბიზნესისა და სამართლის ინსტიტუტის საქმიანობის ფარგლებში საჯარო ლექციები ჩატარდა

 2018 წლის 24 მაისს სტუ-ს ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტთან და სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტთან არსებული ერთობლივი ბიზნესისა და სამართლის კვლევითი ინსტიტუტის საქმიანობის ფარგლებში უკრაინის უნივერსიტეტის პროფესორმა ლეონიდ შმაევიჩმა და ბერლინის უნივერსიტეტის პროფესორმა ანდრეას ბრანდტმა ჩაატარეს საჯარო ლექციები. ლექციებს ესწრებოდნენ ორივე ფაკულტეტის დეკანები, პროფესორი რუსუდან ქუთათელაძე და პროფესორი ირაკლი გაბისონია , ასევე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის და სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორები და სტუდენტები. პროფეოსრმა ლეონიდ შმაევიჩმა ისაუბრა თანამედროვე ინოვაციურ ტექნოლოგიებზე და მათ გამოყენებაზე ბიზნესში. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ინოვაციურ ტექნოლოგიებზე ამერიკის შეერთებულ შტატებში და ევროპაში. ამასთან, მთავარი აქცენტი გაკეთდა ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებაზე ბიზნესში და მათი გამოყენების სამართლებრივ პრობლემებზე. ბერლინის უნივერსიტეტის პროფესორ ანდრეას ბრანდტმა წარმოადგინა მოხსენება თემაზე: „ევროკავშირისა და გერმანიის მმართველობითი სისტემა“. განსახილველმა საკითხმა აუდიტორიის დიდი ინტერესი გამოიწვია, რაც ძირითადად განპირობებული იყო საქართველოს სწრაფვით ევროკავშირში ინტეგრაციისაკენ. მოხსენების შემდეგ დაისვა მრავალი საინტერესო და მწვავე შეკითხვა სტუდენტებისა და პროფესორების მხრიდან. გაიმართა აგრეთვე საინტერესო დისკუსია.

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply