2019 წლის 9 ივლისს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე გაეროს კვირეულის ფარგლებში საქართველოში გაეროს ელჩმა საბინა მახლიმ საჯარო სამართლის ლაბორატორიაში საჯარო ლექცია ჩაატარა.
გაეროს კვირეული ტარდება სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობებისა და საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტების, ასევე, საქართველოში გაეროს წარმომადგენლობისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდული ინიციატივა დემოკრატიისათვის“ ორგანიზებით.
შეხვედრას ესწრებოდნენ: საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ვანო ჯაგოდნიშვილი, სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, პროფესორი ჯემალ გაბელია, საგანმანათლებლო პროგრამების კურატორი, პროფესორი მაია ყიფიანი, არასამთავრობო ორგანიზაციის „ახალგაზრდული ინიციატივა დემოკრატიისათვის“ პროექტების მენეჯერი, პროფესორი – მაია ბენია
არასამთავრობო ორგანიზაციის „ახალგაზრდული ინიციატივა დემოკრატიისათვის“ ხელმძღვანელი თამარ ტარტარაშვილი და სტუდენტები.
გაეროს კვირეულის ფარგლებში, სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების წინაშე გაეროს ელჩი საქართველოში საბინა მახლი საჯარო ლექციით – „გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები და ძალადობის პრევენცია“ წარსდგა. ელჩმა მიმოიხილა საქართველოს ეროვნული მდგრადი განვითარების მიზნები. ყურადღება გაამახვილა გაეროს 2030 წლის დღის წესრიგის შესახებ.
გაეროს კვირეული გაეროს უშიშროების საბჭოს მოდელირებით 13 ივლისს დასრულდება
გაეროს ელჩის საბინა მახლის საჯარო ლექცია
Posted in Uncategorized.