2018 წლის 4 მაისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საჯარო სამართლის ლაბორატორიაში ფაკულტეტის მოწვევით გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლელა ბაქრაძე შეხვდა სტუდენტებს, პროფესორ–მასწავლებლებს და ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე ,,გენდერული თანასწორობის ზოგიერთი ასპექტი საქართველოში“
შეხვედრა გახსნა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამების კურატორმა, პროფესორმა მაია ყიფიანმა,რომელმაც მადლობა გადაუხადა სტუმარს მობრძანებისთვის და სტუდენტებს საინტერესო შეხვედრა უსურვა.
გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ლელა ბაქრაძემ ისაუბრა ადრეულ ასაკში ბავშვობაში ქორწინების საზიანო პრაქტიკაზე საქართველოში, მიმოიხილა ადრეულ ასაკში ქორწინების გავრცელების მასშტაბები და ადრეულ/ბავშვობის ასაკში ქორწინების გამომწვევი ფაქტორები. სტუდენტებს გააცნო რეკომენდაციები და მოისმინა მათი მოსაზრებები.
შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა, სტუდენტებმა დასვეს მათთვის საინტერესო შეკითხვები.
ლექცია შეაჯამა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამების კურატორმა, პროფესორმა მაია ყიფიანმა, მადლობა გადაუხადა სტუმარს ასეთი საინტერესო ლექციისთვის და სამომავლო შეხვედრების დაგეგმეს.