საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროექტის „ოჯახური ძალადობის პრობლემები საქართველოში“ ფარგლებში დაიბეჭდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის „მსოფლიო და გენდერი“ -4 შრომების კრებული.
ზემოაღნიშნული კონფერენცია გაიმართა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტისა და სტუ-ს გენდერული თანასწორობის კვლევითი ცენტრის ორგანიზებით.
პროექტი „ოჯახური ძალადობის პრობლემები საქართველოში“ ხორციელდება სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დაფინანსებით.