გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, სოლომონ პავლიაშვილის საჯარო ლექცია

2022 წლის 15 ივნისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით სტუ-ის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი 100 საჯარო ლექციის ციკლი ფარგლებში სტუდენტებს საჯარო ლექცია წაუკითხა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, აკადემიკოსმა სოლომონ პავლიაშვილმა.
ბატონი სოლომონი ბრძანდება საქართველოში ცირკულარული ეკონომიკის მიმართულების დამფუძნებელი და რაც მთავარია, ამ მიმართულების ინსტიტუციურ დონეზე განმახორციელებელი.
საჯარო ლექციის თემა იყო საქართველოს მდგრადი ორგანული დამბინძურებლები და სახიფათო ნარჩენების მართვა – საკანონდებლო რეგულაციები, ინსტიტუციური განხორციელება და ამჟამინდელი მდგომარეობა.
ლექციამ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა, დაისვა კითხვები ამ მიმართულებით საკანონდებლო რეგულაციებზე, სურსათის უსაფრთხოებაზე. სტუდენტების ინტერესიდან გამომდინარე, ბატონმა სოლომონმა ისაუბრა ევროკავშირის მიერ გამოგზავნილი კითხვარის შევსების პროცესზე და საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღების პერსპექტივებზე.
გვსურს დიდი მადლობა გადავუხადოთ ბატონ სოლომონ პავლიაშვილს ასეთი საინტერესო ლექციისათვის და ვიტოვებთ იმედს, რომ ისევ შევხვდებით ფაკულტეტზე. აგრეთვე დიდ მადლობას მოვახსენებთ ჩვენს პროფესორს, აკადემიური საბჭოს წევრს, ქალბატონ ნინო ნიშნიანიძეს ბატონი სოლომონის მოწვევისთვის და საჯარო ლექციის ორგანიზებისთვის.

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply