საერთაშორისო ურთიერთობების სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველთა გასაუბრება ჩატარდა

2018 წლის 1 ოქტომბერს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სადოქტორო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველი კანდიდატებისათვის გასაუბრება გაიმართა.
სტუ-ს რექტორის აკადემიკოს არჩილ ფრანგიშვილის ბრძანებით შეიქმნა საფაკულტეტო დროებითი კომისია, რომელიც დაკომპლექტდა შემდეგნაირად: კომისიის თავმჯდომარე- პროფესორი ირაკლი გაბისონია; წევრები: პროფესორები: ჯემალ გახოკიძე, იგორ კვესელავა, ჰენრი კუპრაშვილი, ნინო ნიშნიანიძე და მანანა დარჩაშვილი..
თითოეული კანდიდატი კომისიის წინაშე წარსდგა საკუთარი ბიოგრაფიული მონაცემებით, მათ დეტალურად გააცნეს სამომავლოდ მათ მიერ განსახილველი თემის მნიშვნელოვანი ასპექტები, აღნიშნულთან დაკავშირებით კომისიის წევრებმა გამოთქვეს საკუთარი შეხედულებები, დაუსვეს კითხვები კანდიდატებს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საბჭოსა და სადისერტაციო საბჭოს მიერ დადგენილი კრიტერიუმების შესახებ. კომისიის წევრებმა მიმოიხილეს კანდიდატის მიერ გამოვლენილი უნარ-ჩვევები, შეაფასეს ისინი და წარმატებები უსურვეს ყოველივე მათგანს.
სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ირაკლი გაბისონია უსურვებს წარმატებებს კანდიდატებს, ხოლო დოქტორანტურაზე ჩარიცხულ პირებს ნაყოფიერ სამეცნიერო საქმიანობას ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად.

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply