გვანცა დავითაშვილის საჯარო ლექცია

 

2018 წლის 16 ივნისს სტუ სამართლის სკოლის კურსდამთავრებულთა კლუბის ორგანიზებით საჯარო ლექციების ციკლის ინსტიტუციური გაძლიერების პროცესი საქართველოშიფარგლებში გრაცის უნივერსიტეტის მაგისტრმა, ბასკეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორმასაერთაშორისო ურთიერთობებში, სახალხო დამცველის აპარატის რეგიონალური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გვანცა დავითაშვილმა ჩაატარ საჯარო ლექცია თემაზე: ევროპეიზაცია ევროკავშირის საზღვრებს მიღმა: საქართველოს ევროპული გზა და არჩევანი

საჯარო ლექცია გახსნა სტუ-ს სამართლის სკოლის კურსდამთავრებულთა კლუბის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა გიორგი მთიულიშვილმა, რომელმაც წარადგინა მოწვეული სტუმარი და წარმატებები უსურვა.

მოხსენებისას გვანცა დავითაშვილმა განმარტა ევროპეიზაციის არსი, მნიშვნელობა და მახასიათებლები.  მიმოიხილა ზოგადად ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკა და საქართველოსთან მიმართებაში წამოაყენა საკუთარი შეხედულებები ევროპულ გზასთან დაკავშირებით.

საჯარო ლექცია ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა, სტუდენტებმა აქტიურად გამართეს დებატები განხილულ საკითხებთან დაკავშირებით.

 

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply