2022 წლის 22 თებერვალს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სანოტარო ლაბორატორიის ორგანიზებით სტუ-ს 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი 100 საჯარო ლექციის ციკლის ფარგლებში საჯარო ლექცია წაიკითხა სამართლის დოქტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა გიორგი ამირანაშვილმა თემაზე: „სახელშეკრულებო სამართლის ევროპეიზაცია და საქართველო“.
დისკუსიაში მონაწილეობდნენ: კერძო სამართლის აკადემიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ციალა გლოველი, ასოცირებული პროფესორები ნინო ხოლუაშვილი, ნანა როსეფაშვილი ლევან დუნდუა და უფროსი მასწავლებელი ანა ტაკაშვილი.
მადლობა ბატონ გიორგის ასეთი საინტერესო და შინაარსიანი საჯარო ლექციისათვის ასევე სანოტარო ლაბორატორიის ხელმძღვანელს ორგანიზებისთვის.
გიორგი ამირანაშვილის საჯარო ლექცია
Posted in Uncategorized.