2022 წლის 17 დეკემბერს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის „ზოგადი განათლების კურსის“ ფარგლებში სტუდენტებს საჯარო ლექცია წაუკითხა პროფესორმა გიორგი ჩხიკვიშვილმა.
ლექციის თემა იყო „პოლიტიკის არსი?!“
პროფესორმა სტუდენტებს ესაუბრა პოლიტიკის საფუძვლებზე, მის არსსა და დანიშნულებაზე.
ლექციამ ჩაიარა საინტერესოდ და ინტერაქტიულ რეჟიმში – გათამაშდა როლური თამაშები და გაიმართა დისკუსია.