2018 წლის 16 მარტს ზვიად გამსახურდიას სახელობის აუდიტორიაში სტუდენტებს შეხვდა და საკუთარი გამოცდილება გაუზიარა საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობის სტუდენტმა გიორგი ჯანელიძემ, რომელიც მსოფლიო ახალგაზრდული ორგანიზაციის AIESEC-ს გაცვლითი პროგრამით, 6 კვირის განმავლობაში ფაკულტეტის დაფინანსებით იმყოფებოდა იტალიის ქალაქ მილანში.
შეხვედრა ძალიან საინტერესოდ წარიმართა, სტუდენტმა გიორგი ჯანელიძემ დაწვრილებით გააცნო სტუდენტებს მოხალისეობრივ პროექტში მონაწილეობის შესახებ, ისაუბრა უცხოეთში გატარებულ თითოეულ დღეზე და მოუწოდა თოთოეულ მათგანს იაქტიურონ და მიიღონ მონაწილეობა მსგავს პროექტებში.
სტუდენტებმა დაუსვეს არაერთი შეკითხვა და მოისმინეს საინტერესო პასუხები.