საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი გიწვევთ სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენციაზე – „საჯარო სამართლის აქტუალური საკითხები“ – მონაწილეობის მისაღებად.
კონფერენციის თარიღი: 1 აპრილი, 2018
კონფერენციის ადგილი: საქართელოს ტექნიკური უნივერსიტეტი
საკონფერენციო ნაშრომები მიიღება შემდეგი მიმართულებით:
- კონსტიტუციური სამართალი
- ადმინისტრაციული სამართალი
- საერთაშორისო სამართალი
სამუშაო ენა:
- ქართული
- ინგლისური
მოთხოვნები:
- კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლია აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს.
- მონაწილეობის მსურველებმა პირველ ეტაპზე 2017 წლის 31 დეკემბრამდე უნდა გამოაგზვანონ სამეცნიერო ნაშრომის თეზისები ქართულ და ინგლისურ ენაზე. პირველი ეტაპის წარმატებით გადალახვის შესახებ თითოეულ აპლიკანტს გაეგზავნება წერილობითი დასტური მითითებულ ელ-ფოსტაზე.
- მეორე ეტაპზე გადასულმა მონაწილეებმა 2017 წლის 1 თებერვლამდე უნდა გამოაგზავნონ საკონფერენციო ნაშრომი ქართულ ან ინგლისურ ენაზე.
- ერთ სტუდენტს შეუძლია მხოლოდ ერთი ნაშრომის წარმოდგენა.
- ნაშრომი შეიძლება იყოს შესრულებული ერთი ან ორი ადამიანის მიერ.
- თეზისები და ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგი მოთხოვნების დაცვით:
- ძირითადი ტექსტისა და სქოლიოების შრიფტი – Sylfaen (ქართ.) და Sylfaen (ლათ.);
- ძირითადი ტექსტის შრიფტის ზომა – 11, სქოლიოების ტექსტის შრიფტის ზომა – 9;
- სქოლიოები უნდა იყოს განთავსებული ყოველი გვერდის ბოლოს;
- ციტირება უნდა განხორციელდეს მითითების სტანდარტის მიხედვით, რომელიც გაეგზავნება მეორე ეტაპზე გადასულ ყველა მონაწილეს მითითებულ ელ-ფოსტაზე;
- ინტერვალი – 1.15
- გვერდების საზღვრები – 1.9
ინფორმაცია მონაწილეებისათვის:
- კონფერენციის მონაწილება ნაშრომები დაიბეჭდება საკონფერენციო კრებულში;
- კონფერენციაში მონაწილეებს დაურიგდებათ სერტიფიკატები;
თეზისები და ნაშრომები გადმოგზავნილ იქნეს publiclaw@gtu.ge მისამართზე.