დავით აფციაურის საჯარო ლექცია

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ჩინეთის კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელის, პროფესორ ავთანდილ კიკნაძის ორგანიზებით საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის გენერალურმა დირექტორმა, საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დავით აფციაურმა დიპლაბში ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე: “ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობები და მომავლის პერსპექტივები”.შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში გაგრძელდა.სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა მრავალი საინტერესო შეკითხვა დაუსვეს სტუმარს და მიიღეს ამომწურავი პასუხები.

სტუმარმა ასევე მოინახულა ჩინეთის კვლევითი ინსტიტუტი(China Research Institute) და შეხვდა ჩინური ენით დაინტერესებულ სტუდენტებს.🇬🇪🇨🇳
🇬🇪🇨🇳️ჩინეთის კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელი, პროფესორი ავთანდილ კიკნაძე სტუმარს ესაუბრა ინსტიტუტის საქმიანობაზე და სამომავლო თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.🇬🇪🇨🇳
🇬🇪🇨🇳️️ბატონმა დავითმა სურვილი გამოთქვა ითანამშრომლოს ჩინეთის კვლევით ინსტიტუტთან.🇬🇪

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply