2022 წლის 9 დეკემბერს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის „ზოგადი განათლების კურსის“ ფარგლებში ლექცია წაიკითხა ასისტენტ-პროფესორმა დათა ხუფენიამ.
ლექციის თემა იყო „პრაქტიკული ფილოსოფია ანტიკურ საბერძნეთში“.
სპიკერმა სტუდენტებს ესაუბრა ანტიკური ფილოსოფოსების შეხედულებებზე თვითგანვითარებასა და ეთიკაზე. ლექციამ ჩაიარა საინტერესოდ, სტუდენტებმა გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები და შეხედულებები.