2022 წლის 28 მარტს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანის საათი ჩატარდა.
დეკანის საათზე ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ სტუდენტებს გააცნო სასწავლო პროცესთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები, მათ შორის, სწავლების გაგრძელების ფორმატთან დაკავშირებით.
პირველი კურსის სტუდენტებს ასევე შეხვდა ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის განყოფილების ხელმძღვანელი თამარ ბარამია და ამომწურავად უპასუხა მათ შეკითხვებს.
დეკანის საათი და შეხვედრა ფაკულტეტის ადმინისტრაციასთან კვლავ გაგრძელდება და ჩატარდება ყველა კურსის სტუდენტთან ონლაინ პლათფორმის მეშვეობით.
“დეკანის საათი”
Posted in Uncategorized.