დეკანის შეხვედრა ფაკულტეტის სტუდენტებთან

2018 წლის 30 ნოემბერს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდნენ ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ირაკლი გაბისონია და ადმინისტრაციული თანამდებობის პირები.
შეხვედრაზე დეკანმა თავდაპირველად გააცნო სტუდენტებს 2018 წლის აქტივობები, ისაუბრა შედეგებზე და ყურადღება გაამახვილა სამომავლო გეგმებზე.
დეკანმა სტუდენტებს წარუდგინა ფაკულტეტის ბიუჯეტის პროექტი და უპასუხა მათ შეკითხვებს ბიუჯეტის შესრულებასა და დაგეგმვასთან მიმართებაში.
სტუდენტთა შეკითხვები შეეხებოდა ფაკულტეტის მიმდინარე და სამომავლო აქტივობებს, სასწავლო პროცესს და სხვა აქტუალურ საკითხებს.
დეკანის შეხვედრა სტუდენტებთან ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა, სადაც ამომწურავი პასუხები გასცეს სტუდენტებს როგორც დეკანმა,ა სევე ადმინსიტრაციული თანამდებობის სხვა პირებმა.

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply