2019 წლის 20 მაისს სტუ-ს ცენტრალურ ბიბლიოთეკაში სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით ფაკულტეტის იუბილესთან დაკავშირებით საფრანგეთის, დიჟონის უნივერსიტეტის პროფესორმა ნატო ტაბუცაძემ ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე: კერძო დეტექტივი, თავისუფალი იურიდიული პროფესია მართლმსაჯულების სამსახურში”.
საჯარო ლექცია გახსნა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ, რომელმაც წარადგინა პროფესორი ნატო ტაბუცაძე. დეკანმა სტუდენტებსა და დამსწრე საზოგადოებას მიულოცა ფაკულტეტის 3 წლის იუბილე. მიმოიხილა სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საქმიანობა.
შეხვედრაზე მოეწყო სამეცნიერო-კვლევითი პროექტის „ტურიზმის სამართლის“ პრეზენტაცია, რომელიც ფაკულტეტზე განხორციელდება საფრანგეთისა და გერმანიის უნივერსიტეტის პროფესორების ჩართულობით.
საჯარო ლექციას ესწრებოდა გერმანიის უნივერსიტეტის პროფესორი ქეთევან მჭედლიშვილი-ჰედრიხი.
პროფესორმა ნატო ტაბუცაძემ ისაუბრა კერძო დეტექტივის როლზე თანამედროვე მართლმსაჯულების სისტემაში, მიმოიხილა მასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხები და ყურადღება გაამახვილა, უცხო ქვეყნის საკანონმდებლო რეგულირებაზე დეტექტივის საქმიანობასთან მიმართებაში.