დისკუსია თემაზე: “საქართველო და მისი გეოპოლიტიკური მნიშვნელობა თანამედროვე მსოფლიოში”

2019 წლის 31 მაისს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით მაქსპლანკის მსოფლიო და საერთაშორისო სისხლის სამართლის კვლევითი ცენტრის ტრანზიციული გარდამავალი ქვეყნების განყოფილების ხელმძღვანელმა,  პროფესორმა ელიკო წიკლაური ლამიხმა და ტერორიზმის პრობლემის კვლევის საერთაშორისო ცენტრის დირექტორმა, კონფლიქტოლოგმა ბადრი ნაჭყებიამ ჩაატარეს დისკუსია თემაზე: “საქართველო და მისი გეოპოლიტიკური მნიშვნელობა თანამედროვე მსოფლიოში”.

დისკუსია გახსნა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ, რომელმაც მადლობა გადაუხადა სტუმრებს მობრძანებისათვის და წარმატებები უსურვა დამსწრე სტუდენტებს.

პროფესორმა ელიკო წიკლაური-ლამიხმა და კონფლიქტოლოგმა ბადრი ნაჭყებიამ დისკუსიის რეჟიმში მიმოიხილეს საქართველო და მისი გეოპოლიტიკური მნიშვნელობა თანამედროვე მსოფლიოში. წარმართეს დისკუსია მიმდინარე  მოვლენებთან დაკავშირებით და წარმოაჩინეს საკუთარი შეხედულებები სამართლებრივ და პოლიტიკურ ჭრილში.

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply