2019 წლის 6 მარტს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მულტიდისციპლინური პროექტის “პოლიტიკა სამსჯავრო”-ს ფარგლებში ჩატარდა მესამე იმიტირებული პროცესი, სადაც სამსჯავროზე გამოტანილი იყო ერეკლე მეორეს მიერ გატარებული პოლიტიკა. პროცესს უძღვებოდა ჟიური, რომელიც დაკომპლექტებული იყო სტუ-ს პროფესორებისა და პოლიტიკოსებისაგან. ჟიურს თავმჯდომარეობდა სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ირაკლი გაბისონია.