2018 წლის 21 მაისს საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში საჯარო სამართლის ლაბორატორიაში სტუ–ს პროფესორმა ვაჟა შუბითიძემ წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: „ნიკო ნიკოლაძე ქართული სახელმწიფოს მშენებლობის შესახებ“.
ლექცია გახსნა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამების კურატორმა, პროფესორმა მაია ყიფიანმა, რომელმაც ხაზი გაუსვა ფაკულტეტზე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ჩატარებას და ყველას მოუწოდა აქტიურობისკენ.
პროფესორმა ვაჟა შუბითიძემ თავდაპირველად ისაუბრა ნიკო ნიკოლაძის ბიოგრაფიული მონაცემების შესახებ, დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა თავისი ნაშრომი „ნიკო ნიკოლაძე-კაცი სახელმწიფო“ და დეტალურად მიმოიხილა ნიკოლაძის დამსახურებანი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის საქმეში.
შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა და შეაჯამა პროფესორმა მაია ყიფიანმა, რომელმაც მადლობა გადაუხადა პროფესორ ვაჟა შუბითიძეს ასეთი საინტერესო საჯარო ლექციისთვის.