2019 წლის 24 იანვარს სტუ–ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით სტუ–ს ცენტრალურ ბიბლიოთეკაში სლოვაკეთის, ბრატისლავის უნივერსიტეტის სამართლის დოქტორმა, გაეროს ნარკოტიკების და დანაშაულის ოფისის კონსულტანტმა ზაზა ბეროზაშვილმა ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე: „ნარკოდანაშაულის საერთაშორისო ტენდენციები“.
ლექცია გახსნა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ, რომელმაც წარადგინა სტუმარი.
კონსულტანტმა ზაზა ბეროზაშვილმა ისაუბრა ნარკოტიკებისა და მასთან დაკავშირებული ძირითადი ასპექტების შესახებ.
შეხვედრა წარიმართა ინტერაქტიულ რეჟიმში. საჯარო ლექცია შეაჯამა სტუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერმა პროფესორმა ჯემალ გახოკიძემ.