ზამთრის სკოლა :”ბავშვთა უფლებები და კონსტიტუცია”

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამეცნიერო-კვლევითი პროექტის “ბავშვთა უფლებების” ფარგლებში ტარდება ზამთრის სკოლა ” ბავშვთა უფლებები და კონსტიტუცია”, სადაც 160 სკოლის მოსწავლე მონაწილეობს,

სკოლა გახსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა არჩილ ფრანგიშვილმა, რომელმაც მოსწავლეებს გააცნო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამები და ესაუბრა ინტერდისციპლინარულ, ახალ მიმართულებებზე.

სკოლის მსმენელებს მიესალმნენ სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ირაკლი გაბისონია,  სტუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს თავმჯდომარე (სენატის), პროფესორი ჯემალ გახოკიძე, სტუ-ს სპორტისა და კულტურის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი კულდონაშვილი და სამეცნიერო კვლევითი-პროექტის “ბავშვთა უფლებების” ხელმძღვანელი სოფიო დემეტრაშვილი.

სკოლის გახსნის შემდგომ სტუდენტებს  პირველი ლექცია ჩაუტარეს პროფესორ ავთანდილ დემეტრაშვილმა

ასისტენტ-პროფესორმა  ვახტან ჟვანიამ და სოფიო დემეტრაშვილმა.

სკოლა 2 დღის მანძილზე გაგრძელდება და არაერთი საინტერესო ლექცია ელით მონაწილეებს.

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply