2019 წლის 3 ივნისს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით საჯარო სამართლის ლაბორატორიაში თენგიზ ფხალაძემ ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე: „მსოფლიო წესრიგის თანამედროვე გამოწვევები და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები”.
ლექცია წარიმართა ინტერაქტიულ რეჟიმში, რომლის ფარგლებში ბატონმა თენგიზ ფხალაძემ ამომწურავად ისაუბრა მსოფლიოში მიმდინარე თანამედროვე მოვლენებზე. ყურადღება გაამახვილა რუსეთ-საქართველოს შორის არსებულ ურთიერთობაზე და ხაზი გაუსვა პრობლემატურ საკითხებს.
ლექციას ესწრებოდა სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები.