დასრულებული პროექტის „საქართველოს ტერიტორიული და სახელმწიფოებრივ-პოლიტიკური მოწყობის, მმართველობისა და თვითმმართველობის ასპექტების“ ანგარიში

 

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე 2018 წლის 1 მარტს  დასრულდა  ერთწლიანი სამეცნიერო-კვლევითი პროექტი „საქართველოს ტერიტორიული და სახელმწიფოებრივ-პოლიტიკური მოწყობის, მმართველობისა და თვითმმართველობის ასპექტები“, რომელსაც ხელმძღვანელობდა  პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის  უფროსი, პროფესორი იგორ კვესელევა.

პროექტი დაკომპლექტებული იყო შემდეგი შემადგენლობით: პროფესორები: ჯ.გახოკიძე და ე.გვენეტაძე, ტექნიკური უზრუნველყოფა: ნ. ცაბაძე და ნ.ჯაშიაშვილი.

პროექტი მიზნად ისახავდა სრულად წარმოეჩინა საქართველოს ტერიტორიული და სახელმწიფოებრივი მოწყობის ისტორიული, პოლიტიკური და სამართლებრივი ასპექტები. წამოყენებული საკითხების კომპლექსურად შესწავლა მოითხოვდა ისტორიული პოლიტიკური, იურიდიული სამეცნიერო ლიტერატურის სრულყოფილად დამუშავებას და გაანალიზებას, ცალკეულ მოვლენათა თუ ფაქტთა მიზეზ-შედეგობრივ კავშირის გათვალისწინებით. პროექტის წევრებმა მოიძიეს წყაროები საქართველოს ცენტრალური არქივიდან, საქართველოს პარლამენტიდან, გამოიყენეს ქართული და უცხოური პუბლიკაციები.

ჩატარებული სამეცნიერო სამუშაოს შედეგად პროექტის ფარგლებში გამოიცა  დამხმარე სახელმძღვანელო სახელწოდებით: „საქართველოს ტერიტორიული და სახელმწიფოებრივ-პოლიტიკური მოწყობის, მმართველობისა და თვითმმართველობის ასპექტები“,. სადაც  სრულყოფილად განხილულ იქნა შემდეგი თემები: ქართული სახელმწიფოებრიობა და ფედერალური მოწყობის ცალკეული ასპექტები, აფხაზეთი და საქართველოს ტერიტორიულ-სახელმწიფოებრივი მოწყობის საკითხები, საქართველოში თვითმმართველობის ისტორია,  სახელმწიფო მოწყობა, თვითმმართველობა 1990-2003 წლებში, მართველობის პრობლემები და სხვა.  სახელძღვანელო სამეცნიერო წრისა და სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საბჭოს წევრების მიერ შეფასდა დადებითად.

სახელმძღვანელო  განთავსებულია სტუ-ს ბიბლიოთეკაში და  სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამკითხველოში.

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply