2018 წლის 31 მარტს სტუ-ს ნიკოლაძის დარბაზში სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პროფესორ იგორ კვესელავას 75 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიება გახსნა სტუ-ს ვიცე-რექტორმა, პროფესორმა ლევან კლიმიაშვილმა, რომელმაც მადლობა გადაუხადა სტუმრებს მობრძანებისთვის და იუბილარს მიულოცა დაბადების დღე, მან აღნიშნა იგორ კვესელავას პიროვნული თვისებები და ხანგრძლივი სიცოცხლე უსურვა მას.
ღონისძიებაზე მოწვეულმა სტუმრებმა სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორ ირაკლი გაბისონიამ, ქ. თბილისის ყოფილმა მერმა, პროფესორ დავით ნარმანიამ, პარლამენტის წევრმა კარლო კოპალიანმა, სტუ-ს რექტორის მოადგილემ ზურაბ გასიტაშვილმა, პროფესორებმა რევაზ მიშველაძემ, რუსუდან ქუთათელაძემ, მალხაზ ბაძაღუამ და სხვებმა ისაუბრეს იგორ კვესელავას შემოქმედებაზე და პროფესიულ საქმიანობაზე.
ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ფილმის ჩვენება, რომელიც ეძღვნებოდა იგორ კვესელავას ცხოვრებასა და მოღვაწეობას.