იმიტირებული პროცესები ჩვენი სტუდენტების მენტორობით

არასამთავრობო ორგანიზაციამ „პირველი თანასწორთა შორის“ გამართა იმიტირებული პროცესების ჩემპიონატი სკოლის მოსწავლეებისათვის, სადაც მონაწილეობა მიიღო თბილისის სხვადასხვა სკოლების მოსწავლეებმა.  კონკრეტული სკოლების მენტორები სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები იყვნენ, მათ შორის, აქტიურად ჩაერთვნენ აღნიშნულ პროცესში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტები, ნახევარფინალში და  ფინალში გადავიდნენ ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტები. ფინალში ერთმანეთს შეხვდნენ 161-ე საჯარო სკოლის მენტორი, სამართლის სპეციალობის მეოთხე კურსის სტუდენტი ლია ნახუცრიშვილი და 115-ე საჯარო სკოლის მენტორი სამართლის სპეციალობის მესამე კურსის სტუდენტი  ანა ტაკაშვილი.

ფინალი მიმდინარეობდა საკმაოდ დაძაბულად, ჯანსაღი კონკურენციის ფარგლებში. საბოლოო შედეგით გაიმარჯვა 161-ე  საჯარო სკოლამ ლია ნახუცრიშვილის მენტორობით.

გამარჯვებული გუნდებისა და მენტორების დაჯილდოვება გაიმართება 13 მაისს.

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply