ინგლისურენოვანი საზაფხულო სკოლა იტალიელი პროფესორების მონაწილეობით

🛑2019 წლის 5 ივლისს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მიერ ორგანიზებული საზაფხულო სკოლა
„სამართლის თანამედროვე ტენდენციები ევროპული სამართლისა და შედარებითსამართლებრივ ჭრილში“ გაიხსნა .
🔺ინგლისურენოვანი საზაფხულო სკოლა სტუდენტებისთვის გახსნა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის კერძო სამართლის აკადემიური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ციალა გლოველმა.
იტალიის სხვადასხვა უნივერსიტეტიდან მოწვეულ სტუმრებს მიესალმნენ სამართლის დოქტორი ვახტან ზაალიშვილი და ასისტენტი ვახტანგ ჟვანია.
📣სკოლის ფარგლებში სტუდენტებს პირველი ლექცია ჩაუტარა
ანდრეა ბორონმა -Professor of International Commercial Law of “Luigi Vanvitelli” University of Campania, რომელმაც ისაუბრა შედარებითი შრომის სამართლის აქტუალურ საკითხებზე. მიმოხილა საქართველოს შრომის კანონმდებლობა და შეეხო არსებულ გამოწვევებს.
სკოლას მიმდინარეობას ასევე ესწრებოდნენ:
📍ფედერიკა დე რობერტსი- Department of Economy, Navigation Law, “Gabriele D’Annunzio University of Pescara
📍მარკო სეჯესიო-Professor of Department of Law and Political, Economic, and Social Sciences of Comparative Analysis of Law, Economics and Institutions“Amedeo Avogadro” University of Piemonte Orientale,
📍ალესანდრე სენერელი- Public Compatative Law University of Campania “Luigi Vanvitelli”, “Jean Monnet” Department of Political Sciences,
📍ედუარდო განდინი- Professor of Comparative Commercial Law of State University of Milan
აღნიშნული პროფესორები 10 ივლისის ჩათვლით სკოლის ფარგლებში ჩაატარებენ ლექციებს შემდეგ თემებზე:შედარებითი კორპორაციული სამართალი, შედარებითი შრომის სამართალი, ევროკავშირის სამართალი, საერთაშორისო საჯარო სამართალი, შედარებითი კომერციული სამართალი.
სკოლას ესწრებიან სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები.

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply