ინტერდისციპლინური კვლევითი ცენტრის „სახელმწიფო-სამართალი-პოლიტიკა-კულტურა“ ინიციატივით დაიგეგმა ჰეგელის „სამართლის ფილოსოფიის“ თარგმნა ქართულ ენაზე აღნიშნული ნაშრომის თარგმნას შეასრულებენ ფილოსოფიის პროფესორი გიორგი ბარამიძე, ხოლო მის სამეცნიერო რედაქტირებასა და კომენტირებას-პროფესორი მამუკა ბერიაშვილი უხელმძღვანელებს. ამავე დროს, პროექტის სამუშაო ჯგუფში მონაწილეობას მიიღებენ სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ირაკლი გაბისონია და პროფესორი მინდია ოკუჯავა, რომლებიც თარგმნის პროცესში სამეცნიერო კონსულტაციას გაუწევენ, როგორც სარედაქციო სამუშაობს, ისე ნაშრომში გამოყენებული სამართლებრივი ტერმინოლოგიის ზუსტი ქართული შესატყვისების შემუშავებას.
აღნიშნული პროექტიც დაფინანსდება სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთერთობების ფაკულტეტის ბიუჯეტიდან, ისევე როგორც სხვა არაერთი სამეცნიერო-კვლევითი პროექტი, რომელიც განხორციელდა ფაკულტეტის დეკანის პროფესორ ირაკლი გაბისონიას მხარდაჭერით