ინფორმაცია შუასემესტრული გამოცდების ცხრილების შესახებ სწავლების სამივე საფეხურის სტუდენტებისთვის
ძვირფასო სტუდენტებო ❤
🏦🇬🇪 უკვე გაქვთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2020-2021 წლის შემოდგომის სემესტრის შუასემესტრული გამოცდები ჩატარდება მე-11 სასწავლო კვირაში – 2020 წლის 7-დან 12 დეკემბრის ჩათვლით, პირველი 8 სასწავლო კვირით გათვალისწინებული თემატიკის ფარგლებში, შესაბამისი ცხრილების მიხედვით.
🏦🇬🇪 გაცნობებთ, რომ საგამოცდო ცხრილები ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის, სასწავლო ჯგუფის მიხედვით განთავსებულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ოფიციალურ გვერდებზე:
📌 დისტანციური სწავლების საუნივერსიტეტო პლატფორმაზე – https://elearning.gtu.ge
📌 საუნივერსიტეტო საგამოცდო ცენტრის გვერდზე – https://testing.gtu.ge
📌 ვებგვერდზე, რუბრიკაში – „სიახლეები“ https://gtu.ge/News/15969/
📌 პირველკურსელთა ელექტრონული სერვისების საუნივერსიტეტო სისტემაზე – https://vici.gtu.ge
📌 II, III, IV-კურსელთა აკადემიური მოსწრების გვერდზე – https://leqtori.gtu.ge
🟩🚩 საგამოცდო ცხრილებში მითითებულია ჯგუფის ნომერი, სასწავლო კურსის დასახელება, გამოცდის ჩატარების ელექტრონული მისამართი, თარიღი, დრო და გამოცდის მიმდინარეობის ხანგრძლივობა.
🚩 საუნივერსიტეტო გვერდებზე ასევე განთავსდება საგამოცდო ცხრილები დამატებითი კრედიტების მქონე სტუდენტებისთვის.
🟩🚩 2020-2021 სასწავლო წლის მეორე სემესტრის შუალედური გამოცდები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სწავლების სამივე საფეხურის სტუდენტებისთვის ჩატარდება დისტანციურად (ონლაინ).
🟥🚩 იმ მიზნით, რომ შუასემესტრული გამოცდები შეუფერხებლად წარიმართოს, გთხოვთ, 4 დეკემბრამდე ყურადღებით გაეცნოთ საგამოცდო ცხრილებს (Ctrl + F + ჯგუფის ნომერი) და წინასწარ გადაამოწმოთ რომელ პლატფორმაზე (elearning.gtu.ge ან testing.gtu.ge-ზე) ტარდება კონკრეტული სასწავლო კურსის შესაბამისი გამოცდა, ასევე, გადაამოწმოთ ხედავთ თუ არა ყველა სასწავლო კურსს, რომელიც მიმდინარე სემესტრში გაქვთ სასწავლო ხელშეკრულებით (პროგრამით) გათვალისწინებული. ამისთვის, უნდა შეხვიდეთ elearning.gtu.ge-ზე და testing.gtu.ge-ზე თქვენი მომხმარებლის სახელითა და პაროლით. თუ რომელიმე სასწავლო კურსი არ ჩანს თქვენს გვერდზე, ან ვერ შედიხართ სისტემაში (და სხვა), გთხოვთ, შეავსოთ ფორმა.
🚩 სტუდენტებს ვთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ჯამური ქულა (მიმდინარე სასწავლო აქტივობის ქულა + შუასემესტრული გამოცდის ქულა), რაც გახდება დასკვნით გამოცდებზე დაშვების წინაპირობა, სამივე საფეხურის სტუდენტებისთვის იქნება 30 ქულა.
✅ სტუდენტებს შუალედური გამოცდების ელექტრონულად ჩაბარებაში დაეხმარება ვიდეინსტრუქცია, რომელიც განთავსებულია დისტანციური სწავლების საუნივერსიტეტო პლატფორმაზე -elearning.gtu.ge რუბრიკაში – „ინსტრუქციები სტუდენტებისთვის“ – SeL2.0 სასწავლო აქტივობა – დავალება.mp4
🏦🇬🇪 ცნობისათვის: შემოდგომის სემესტრის დასკვნითი გამოცდები ჩატარდება 2021 წლის 1-დან 13 თებერვლის ჩათვლით. დასკვნით გამოცდაში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ბაკალავრებისთვის შეადგენს 11 ქულას, მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისთვის – 21 ქულას. იმისთვის, რომ სასწავლო კურსი ჩაბარებულად ჩაითვალოს, სტუდენტმა თითოეულ საგანში უნდა გადალახოს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, ანუ ჯამურად დააგროვოს 51 ქულა და მეტი.
ინფორმაცია შუასემესტრული გამოცდების ცხრილების შესახებ სწავლების სამივე საფეხურის სტუდენტებისთვის
Posted in Uncategorized.