ირაკლი გაბისონიას საჯარო ლექცია

2022 წლის 16 დეკემბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით სტუ-ის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი 100 საჯარო ლექციის ციკლის ფარგლებში საჯარო ლექცია წაიკითხა დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ თემაზე:”პოლიტიკა, სამართალი და ეკონომიკა”. საჯარო ლექციამ ჩაიარა საინტერესოდ და ინტერაქტიულ რეჟიმში, პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა დასვეს არაერთი შეკითხვა, რომელსაც ამომწურავი პასუხები გასცა პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ.

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply