ახალი სასწავლო წლიდან სტუდენტებისათვის პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებისა და გაუმჯობესების მიზნით სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი იწყებს ახალ სასწავლო-პრაქტიკულ პროექტს „იურისტის პროფესიული უნარ-ჩვევები“.
პროექტის ფარგლებში სტუდენტებს მასტერკლასებს ჩაუტარებენ: ოპერატიული თანამშრომელი, გამომძიებელი, მოსამართლე, ადვოკატი, პროკურორი, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირი, ექსპერტი, ნოტარიუსი, ფსიქოლოგი, მეცნიერ-მკვლევარი და პროფესიული ეთიკის სპეციალისტი.
პროექტში მონაწილე სტუდენტები დაეუფლებიან იმ უნარ-ჩვევებს, რომელიც აუცილებლად სჭირდებათ იურისტებს.
ზემოაღნიშნული სასწავლო-პრაქტიკული პროექტი ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესის გაუმჯობესებასა და ეფექტურობას. პროექტში მონაწილეობა შეეძლებათ ფაკულტეტის სამართლის სპეციალობის სტუდენტებს.
პროექტში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ ქვემოთ მითითებულ მისამართზე 2019 წლის 25 სექტემბრამდე.   https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSe46c-61I3U6s9MWGIFrsr5d6NW0sss3Tt_DdfhpruvhmRzmg/viewform 
ოპერატიულ თანამშრომელი
•	ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის პრინციპები;
•	ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარება;
•	ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოები.
გამომძიებელი
•	ინფორმაციის და მტკიცებულების მოპივება;
•	დანაშაულის პრევენცია;
•	დანაშაულიდან თავის აღკვეთა.
პროკურორი
•	პროკურატურის საქმიანობის პრინციპები;
•	პროკურატურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები;
•	პროკურატურის სისტემა და ორგანიზაცია;
•	 პროკურატურის საქმიანობის მიმართულებები;
•	პროკურატურის მუშაკის სამართლებრივი დაცვა;
•	პროკურატურის საქმიანობის და ორგანიზაციის სხვა საკითხები.
მოსამართლე-
•	მოსამართლის დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა;
•	მოსამართლის კომპეტენტურობა და გულისხმიერება;
•	მოსამართლის არასამოსამართლო საქმიანობა;
•	მოსამართლის მასმედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობა.
ადვოკატი- საჯარო სამართლის მიმართულებით
•	საადვოკატო საქმიანობის პრინციპები;
•	ადვოკატის ზოგადი უფლებები და მოვალეობები;
•	პროფესიული საიდუმლოება;
•	მოთხოვნები ადვოკატისადმი
•	ადვოკატის სტაჟიორი. ადვოკატის თანაშემწე;
•	საადვოკატო საქმიანობის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა;
•	ადვოკატთა ასოციაცია;
•	ადვოკატის პასუხისმგებლობა.
საჯარო მოხელე-
საჯარო სამსახურისა და სახელმწიფო თანამდებობის ცნება;
•	საჯარო მოსამსახურის სახეები;
•	საჯარო სამსახურის ძირითადი პრინციპები;
•	საჯარო მოსამსახურის უფლებები და გარანტიები;
•	სამსახურებრივი მოვალეობანი;
•	საჯარო სამსახურში თანამდებობათა რანგირება.
მეცნიერი, მკვლევარი
ექსპერტი
•	ექსპერტის როლი სამართლებრივ სივრცეში;
•	ექსპერტის უფლება-მოვალეობები;
•	საქართველოში არსებული საექსპერტო დაწესებულებები;
•	ექსპერტის წინაშე გადასაწყვეტად დასასმელი საკითხები;
•	ექსპერტიზისა და საექსპერტო დასკვნის სახეობები;
•	ექსპერტისა და სპეციალისტის გამიჯვნა.
ნოტარიუსი
•	 ნოტარიატის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები;
•	სანოტარო მოქმედება;
•	სანოტარო სამსახური;
•	საქართველოს ნოტარიუსთა პალატა;
•	სანოტარო მოქმედება და მისი შესრულების ძირითადი მოთხოვნები;
•	 სანოტარო მედიაცია.
ფსიქოლოგი
•	საქმიანი ურთიერთობის ფსიქოლოგია

