კაუპო კანდის საჯარო ლექცია

2019 წლის 22 აპრილს სტუ-ს ცენტრალურ ბიბლიოთეკაში სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წარმომადგენლმა, საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა კაუპო კანდიმ ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე: “საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო, მისი მანდატი, ორგანოები და საქმიანობა საქართველოში“.

საჯარო ლექცია გახსნა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ. ლექციას ესწრებოდნენ მენეჯერი ანა ფუტკარაძე, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წარმომადგენლმა კაუპო კანდიმ ლექციის ფარგლებში მიმოიხილა  სასამართლოს საქმიანობა და მასთან დაკავშირებული ძირეული ასპექტები. საქართველოს მაგალითზე  შეეხო სასამართლოს  თანამშრომლობის საკითხებს სახელმწიფო ორგანოებთან მიმართებაში და  ზოგადად ისაუბრა სასამართლოს კომპეტენციიდან გამომდინარე განსახილველ საქმეებზე.

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply