სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით საჯარო სამართლის ლაბორატორიაში ბონის უნივერსიტეტის ემერიტუს-პროფესორი თეო კობუში 11 დეკემბერს 14:00 საათზე ჩაატარებს საჯარო ლექციას თემაზე: სამუელ პუფენდორფი – სამართლის თეორია, ასევე, 12 დეკემბერს 14:00 საათზე პროფ. თეო კობუში ჩაატარებს საჯარო ლექციას თემაზე: იმანუელ კანტი – სამართლის ფილოსოფია