კონკურსი საზღვარგარეთ საერთაშორისო იმიტირებულ პროცესებში მონაწილეობისთვის

📌📌 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ბაკალავრიატის(მათ შორის, პირველკურსელთათვის) და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის ცხადდება კონკურსი საზღვარგარეთ საერთაშორისო იმიტირებულ პროცესებში მონაწილეობისთვის. 📌📌

კონკურსი ტარდება შემდეგი მიმართულებით:

  1. 1. საერთაშორისო სისხლის სამართლის იმიტირებული პროცესები;
  2. საერთაშორისო კერძო საარბიტრაჟო იმიტირებული პროცესები ;
  3. ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის იმიტირებული სასამართლო პროცესები.

პროექტისთვის ჯამში შეირჩევა 12 სტუდენტი, მათ შორის, ოთხი საერთაშორისო ურთიერთობებისა და რვა სამართლის სპეციალობის სტუდენტი.

ძირითადი მოთხოვნები: ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა

საერთაშორისო კანონმდებლობის ცოდნა

გასაუბრება ჩატარდება 2018 წლის 21 ნოემბერს 13:00 საათზე საჯარო სამართლის ლაბორატორიაში 907ა

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply