სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით 2018 წლის 21 მაისს საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში სტუ-ს ცენტრალურ ბიბლიოთეკაში კონსტანტინე გამსახურდიამ წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: „საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების საერთაშორისო ასპექტები 1918 წლის გაზაფხულზე“.
შეხვედრა გახსნა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ, რომელმაც მადლობა გადაუხადა სტუმარს მობრძანებისთვის.
კონსტანტინე გამსახურდიამ მოხსენებისას ისაუბრა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების მნიშვნელოვან ფაქტებზე, უშუალოდ გაიხსენა კონკრეტული ასპექტები და წარმოადგინა საკუთარი შეხედულებები 1918 წლის გაზაფხულზე განვითარებულ მოვლენებზე.
სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა მნიშვნელოვანი შეკითხვები დაუსვეს სტუმარს, სტუ-ს პროფესორმა ვაჟა შუბითიძემ საჩუქრად გადასცა ნიკო ნიკოლაძის პორტრეტი, ასევე მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ, პროფესორმა რევაზ მიშველაძემ კონსტანტინე გამსახურდია მწერალთა კავშირის წევრად გამოაცხადა.
საჯარო ლექცია შეაჯამა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ.