კონფერენცია თემაზე:”ფუნდამენტური უფლებები და ევროპული ინტეგრაცია…”

2019 წლის 22-23 იანვარს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების  ფაკულტეტმა  ბასკეთისა და პოს უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ჩაატარა საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენცია თემაზე:“ ,,ფუნდამენტური უფლებები და ევროპული ინტეგრაცია:საქართველოს,  როგორც ასოცირებული წევრი სახელმწიფოპერსპექტივები“. კონფერენცია გახსნა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების  ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ, რომელიც მიესალმა ბასკეთის უნივერსიტეტის წარმომადგენელს დევიდ რუანოს და ნაყოფიერი სამუშაო უსურვა კონფერენციის მონაწილეებს.

კონფერენციას კოორდინაციას უწევდა სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების  ფაკულტეტის პროფესორი  ნიკოლოზ ფიფია.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ როგორც სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების  ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები ასევე, ბასკეთის უნივერსიტეტის, ჰოლანდიისა და საფრანგეთის ქვეყნების უნივერსიტეტებიდან პროფესორები: David RUANO, Simona SOBOTOVICOVA, David RUANO,  MAITENA POELEMANS, Eléna LOFREDI, Marguerite GUIRESSE, Freddy DURÁN, Leire BERASALUCE, Javier GÓMEZ, Amaia BURGOS, Silvia VILAR და სხვები.

კონფერენცია შეაჯამა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების  ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ და მონაწილეებს გადასცა სერტიფიკატები.

                                     

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply