კონფუცის ინსტიტუტის დირექტორის, ბატონი ვენგანგ ჭანგის სტუმრობა ფაკულტეტზე

2022 წლის 6 ოქტომბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტს პროფესორ ავთანდილ კიკნაძის და ასოცირებული პროფესორის მიხეილ კიკნაძის ორგანიზებით სტუმრად ეწვია კონფუცის ინსტიტუტის დირექტორი, ბატონი ვენგანგ ჭანგი და კონფუცის ინსტიტუტის ჩინური ენის პედაგოგი გუო იანანი.

ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ სტუმრებს გააცნო ფაკულტეტის ისტორია და სასწავლო-სამეცნიერო პროგრამები. ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე, ფაკულტეტზე ჩინური ენის შესწავლის კურსებზე და ერთიან სასწავლო პროგრამებზე.

ჩინელმა სტუმრებმა დაათვალიერეს ჩვენი ფაკულტეტი – ჩინური ენის კაბინეტი, ფაკულტეტის სამკითხველო და უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა.
ჩვენთვის საამაყოა რომ შეხვედრაზე ჩინური ენიდან ქართულად თარგმნიდა საერთაშორისო
ურთიერთობების პროგრამის კურსდამთავრებული ლია ღვინჯილია.

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply