“კულტურა და სამართალი”

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამეცნიერო-კვლევითი პროექტის „კულტურის სამართლის“ ფარგლებში გამოიცა დამხმარე სახელმძღვანელო „კულტურა და სამართალი“.
პროექტი განხორციელდა კულტურის მეცნიერებათა დეპარტამენტისა და კულტუროლოგიის კვლევითი ინსტიტუტის ეგიდით.
დამხმარე სახელმძღანელოს ავტორები არიან: კულტურის მეცნიერებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, კულტუროლოგიის კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელი, აკადემიკოსი, სახალხო მწერალი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი რევაზ მიშველაძე, პროფესორი ირაკლი გაბისონია, პროფესორი სოსო სიგუა, პროფესორი მურმან თავდიშვილი, პროფესორი თამარ ბლიაძე.
დამხმარე სახელმძღვანელოში განხილული კულტურისა და სამართლის ურთიერთკავშირი და შესწავლილია აქტუალური საკითხები.

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply