კულტურის სამართლის დამტკიცების შესახებ

2018 წლის 17 სექტემბრიდან სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე დაიწყება ახალი სამეცნიერო-კვლევითი პროექტი „კულტურის სამართალი“ პროექტის ხელმძღვანელები არიან  პროფესორები ირაკლი გაბისონია და რევაზ მიშველაძე. პროექტი განხორციელდება ოთხი წლის მანძილზე და მიზნად ემსახურება სამეცნიერო სტატიების, სამეცნიერო კონფერენციების, მონოგრაფიების მომზადებას. მნიშვნელოვანია რომ პროექტის შედეგები გასათვალისწინებელი იქნება კულტურის სფეროს მოღვაწეებისა და საგანმანათლებლო სივრცისათვის.

პროექტის ფარგლებში მოხდება როგორც საქართველოს, ასევე მსოფლიოს ქვეყნების სამოქალაქო და სისხლის სამართლის კანონმდებლობის შესწავლა, სადაც კულტურის სფეროს სამართლებრივ მოწესრიგებაზეა საუბარი.  გაანალიზებული მასალების საფუძველზე შეიქმნება საქართველოსთვის ხელსაყრელი, ოპტიმალური კულტურის სამართალი, რომელიც მოაწესრიგებს არაერთ დღეისათვის არსებულ პრობლემურ საკითხს.  პროექტის მონაწილენი გაიზიარებენ როგორც სპეციალურ, ისე ზოგადსაგანამანთლებლო სივრცის გამოცდილებას ამ მიმართულებით, კერძოდ,  თემატიკა მოიცავს შემდეგ საკითხებს: კულტურის სამართლის ისტორიას, საავტორო უფლებების დაცვას, პლაგიატს, მხატვრულ ლიტერატურას, კინოს, თეატრს, მუსიკას, სახვით ხელოვნებას, სახელოვნებო ინტერნეტს, მასთან დაკავშირებულ ასპექტებს და დიზაინის სამართალს.

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply