სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამაზე მყოფ სტუდენტთა საყურადღებოდ!
სწავლება არის სემესტრული; სასწავლო წელი მოიცავს ორ სემესტრს. ერთი სემესტრის განმავლობაში არის 15 სასწავლო კვირა. სემესტრი არის დროის პერიოდი, რომელიც მოიცავს სასწავლო კვირათა ერთობლიობას, სასწავლო კვირა არის დროის ის პერიოდი, რომელზეც ნაწილდება სტუდენტის სასწავლო დატვირთვა.
აუცილებელია იცოდეთ, რომ შეფასების თითოეულ ფორმაში განსაზღვრულია მინიმალური კომპეტენციის ზღვარი. მიმდინარე აქტივობის ანუ სემესტრის მანძილზე სემინარების მაქსიმალური ქულაა 30, მინიმალური ჯამური კომპეტენციის
დადებითი შეფასება არის- 15 ქულა. რაც იმას ნიშნავს, რომ მაგისტრატურის სტუდენტს სემესტრის ბოლოს ფინალურ გამოცდაზე გასასვლელად აქტივობის მინიმალური კომპეტენცია 15 ქულა უნდა ჰქონდეს. რაც შეეხება შუალედურ გამოცდას, მაქსიმალური შეფასება არის 30 ქულა, ხოლო მინიმალური კომპეტენციის ზღვარი არის 15 ქულა. დასკვნითი შეფასების მაქსიმალური დადებითი ქულა არის 40 ქულა, ხოლო მინიმალური კომპეტენციის ზღვარს მაგისტრატურაში წარმოადგენს 20 ქულა.
მინიმალური კომპეტენციები:
სემესტრულ (სემინარები) აქტივობაში: 15 ქულა- 30ქულიდან
შუალედურ გამოცდაზე: 15 ქულა-30ქულიდან
ფინალურ გამოცდაზე: 20 ქულა-40 ქულიდან
იმისთვის, რომ სტუდენტი გავიდეს დასკვნით გამოცდაზე უნდა ჰქონდეს სემესტრულ აქტივობაში 15 ქულა და შუალედურ წერაში 15 ქულა. რომელიმეს მინიმალური კომპეტენციის არ ქონის შემთხვევაში სტუდენტი დასკვნით გამოცდაზე არ დაიშვება.
იმისთვის, რომ სტუდენტს საგანი ჩაბარებულად ჩაეთვალოს მაქსიმალური შეფასებიდან 100 ქულიდან უნდა დააგროვოს 51 ქულა.
სტუდენტი ვალდებულია გავიდეს ფინალურ გამოცდაზე და აიღოს 20 ქულა, მიუხედავად იმისა, უკვე აქვს თუ არა 51 ქულა დაგროვებული.
თუ სტუდენტს ყველა კომპონენტის მინიმალური ბარიერის გადალახვის შემთხვევაში დასკვნითი გამოცდის ჩათვლით დაუგროვდება 41-50 ქულა დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება ეძლევა. დამატებით გამოცდაზე მიღებული შეფასება არის დასკვნითი შეფასება და აისახება საგანმანათლებლო პროგრამის კომპონენტის საბოლოო შეფასებაში. 40 ქულაზე ნაკლების შემთხვევაში კი გადაბარების უფლებას კარგავს.
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ კონსულტაციის ოთახს 910ა.