მამუკა ბერიაშვილის ლექცია სახელმწიფო, როგორც თავისუფლების განხორციელების ადგილი ჰეგელის სამართლის ფილოსოფიაში

2017  წლის    18 მაისს  14:00  საათზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საჯარო სამართლის ლაბორატორიაში (907ა), გაიმართა შეხვედრა მიუნსტერის უნივერსიტეტის მოწვეულ პროფესორთან მამუკა ბერიაშვილთან, რომელმაც ჩაატარა საჯარო ლექცია   თემაზე „სახელმწიფო როგორც თავისუფლების განხორციელების ადგილი ჰეგელის  სამართლის ფილოსოფიაში“.

პროფესორმა მისი მოხსენება სრულად მიუძღვნა ჰეგელის მოღვაწეობის განხილვას, ჩამოაყალიბა ყველა ის თეორია და მიდგომა სამართლის, სახელმწიფოსა და რელიგიისადმი რომელიც ჰეგელს გააჩნდა.  ყურადღება გაამახვილა დემოკრატიასა და დიქტატურას შორის ოქროს შუალედზე თავისუფლების გაგების თვალსაზრისით. განიხილა სახელმწიფო, როგორც თავისუფლების განხორციელების ადგილი ჰეგელის თეორიის თანახმად. ისაუბრა სუბიექტური სულისა და ობიექტური სულის ცნებაზე და მათ შემადგენელ ნაწილებზე, ჰეგელის დიალექტიკის ტექნიკასა და ნეგაციის პრინციპზე.

ლექცია მეტად საინტერესო აღმოჩნდა სტუდენტებისათვის, მათ დასვეს შეკითხვები და სთხოვეს სტუმარს დამატებით, კიდევ ერთხელ გაეცნო მათთვის ჰეგელისეული  ღირებულებები. 

პროფესორმა მამუკა ბერიაშვილმა მადლობა გადაუხადა სტუდენტებს საინტერესო შეკითხვებისა და მსჯელობისათვის. ასევე დაანონსა შემდგომი საჯარო ლექციის თემატიკაც.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულეტეტის დეკანი პროფესორი ირაკლი გაბისონი რომელმაც აღნიშნა რომ  ფაკულტეტის მხრიდან, გაგრძელდება ყველა იმ ცნობილი პროფეროსების მოწვევა, რომელთა ლექციები კიდევ მეტად გააღრმავებს სტუ-ს სტუდენთა ცოდნას.

პროფესორმა მამუკა ბერიაშვილმა მადლობა გადაუხადა დეკანს მასპინძლობისათვის და სამომავლო თანამშრომლობაზეც გაამახვილა ყურადღება. მათ შორის, საზაფხულო სკოლაზე, რომელიც გაიმართება სტუდენტებისათვის „კონსტიტუციური სამართალი და ძირითადი უფლებების შესახებ“.

 

 

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply