2018 წლის 5 ივლისს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით საჯარო სამართლის ლაბორატორიაში გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურის იურისტის მარიკა გერსამიას საჯარო ლექცია თემაზე: „პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა და გამოხატვის თავისუფლება“
საჯარო ლექცია გახსნა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ, პროფესორმა ჯემალ გაბელიამ.
იურისტმა მარიკა გერსამიამ ისაუბრა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებაზე. მიმოიხილა კონკრეტული კაზუსები და განმარტა აღნიშნული უფლებების კონსტიტუციური როლი.